ხვალ, 12 აგვისტოს, ახალქალაქში ახალგაზრდობის დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიების გამართვა იგეგმებოდა, მაგრამ 3 აგვისტოს საქართველოში, შოვის კურორტზე მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გამო გაუქმებულია.

საკრებულოს დეპუტატმა, ახალქალაქის გენდერული საბჭოს წევრმა, სედა მელკუმიანმა JNEWS-თან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ ახალგაზრდობის დღისთვის დაგეგმილი აქტივობების ნაწილი ქალაქ ახალქალაქის დღის ღონისძიებაზე გაიმართება, რომლის აღნიშვნა სექტემბრის პირველ ნახევარშია დაგეგმილი.

„ახალგაზრდობის დღე არ გაიმართება, რადგან პატივს ვცემთ შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახების მწუხარებას“, – თქვა სედა მელკუმიანმა.

შოვის კურორტის სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვმა 22-ს მიაღწია, 11 ადამიანის ძებნა გრძელდება. 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

შეგახსენებთ, 3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე, ინფორმაცია შემოვიდა, რომ შოვის კურირტზე მეწყერი ჩამოწვა.