სოფელ ბუღაშენის მოსახლეობა ყოველწლიურად იმავე პრობლემაზე ჩივის – მდინარის ნაგვისგან გაწმენდა.

aghb

ბუღაშენის მოსახლეობა შეუსრულებელი დაპირებებით დაიღალა.

„თვითმმართველობის ორგანოები გვპირდებიან, რომ მოვლენ და მდინარეს გაასუფთავებენ, მაგრამ იმდენი ხანია არ ჩამოსულან, რომ მდინარის და სოფლის საძოვრები თავად გავწმინდეთ”.

სოფელ ბუღაშენის მოსახლეობის თქმით, მდინარეს მათ მაღლა მდებარე სოფლების მცხოვრებლები ანაგვიანებენ.

aghbakuyt

„ვთხოვეთ მოსულიყვნენ და გაესუფთავებინათ, მაგრამ არ მოვიდნენ. კიდევ რამდენ ხანს შეიძლება ველოდოთ? მალე საქონელს საძოვრებზე გამოვიყვანთ. იძულებულნი ვართ საკუთარი ტერიტორია მაინც გავწმინდოთ“, – ამბობს სოფელ ბუღაშენის მკვიდრი არტიომი.

როდესაც Jnews-ი სოფელს ესტუმრა, მცხოვრებლები მინდვრებს თავად ასუფთავებდნენ და მხოლოდ მდინარის დასუფთავებას ითხოვენ.

maqrel

„ტერიტორიას ყოველწლიურად ვასუფთავებთ. ჩვენთან მდინარე ღრმა არ არის და ნაგავი მარტივად გროვდება. ჩვენ მათ ვაგროვებთ და ვწვავთ. აქ პირუტყვი ძოვს და ბალახი იზრდება, რომელსაც ვთიბავთ. ახლა მის გასაწმენდად მოვედით. მდინარე მაინც დაასუფთავონ და ცოტა გააღრმავონ. ნაგავი რომ იყრება, წყალი დიდდება და მინდვრებზე გადმოდის. ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს: დაგვეხმარეთ მდინარის გაწმენდაში“, – აცხადებს ბუღაშენის მკვიდრი ოფელია აფოზიანი.

shsher

პროგრამის „სოფლის მხარდაჭერის“ ფარგლებში ბუღაშენში თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და სოფლის წარმომადგენელმა ნაგვის პრობლემა გააცნო. პირობა დადეს, რომ ტექნიკას გამოაგზავნიდნენ და მდინარეს გაასუფთავებდნენ, მაგრამ დაპირებულმა ტექნიკამ სოფლამდე ჯერჯერობით ვერ მოაღწია.

“სოფლის მოსახლეობა ასუფთავებს. რა ვქნათ, უნდა გავწმინდოთ. ჩვენ ვთხოვეთ, მაგრამ არავინ მოსულა,” – ამბობს სოფლის სპეციალისტი სააკიანი.

zibil

ვინაიდან სოფლის მცხოვრებლებმა ნაგავი შეაგროვეს და დღემდე არ იციან რა გააკეთონ, სად წაიღონ და შეიძლება თუ არა დაწვა, Jnews-ი ახალქალაქის სერვის ცენტრის დირექტორს მხითარ რასტაკიანს დაუკავშირდა. მან პირობა დადო, რომ ხვალ დილით სოფელში ნაგვის მანქანა მივა და შეგროვებულ ნაგავს გაიტანს.