ახალქალაქის საყოველთაო ჯანდაცვის ცენტრი ატარებს უფასო გამოკვლევებს ტუბერკულიოზზე, შიდსსა და C ჰეპატიტზე. იმ ადამიანებს, რომლებსაც აღნიშნული დაავადებები აღმოაჩნდებათ, უმკურნალებენ უფასოდ.
ახალქალაქის საყოველთაო ჯანდაცვის ცენტრი უფასო გამოკვლევებს მოქალაქეებს 18 წლიდან უტარებს. კონფიდენციალურობა დაცულია. მსურველებს შეუძლიათ მიმართონ საყოველთაო ჯანდაცვის ცენტრს. გამოკვლევა ტარდება ტესტების საშუალებით, თუმცა მათი რაოდენობა შეზღუდულია, საყოველთაო ჯანდაცვის ცენტრი გამოიკვლევს 1700 ადამიანს.
საყოველთაო ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, მათ გამოკვლევა უკვე რამდენიმე საბავშვო ბაღში და სკოლაში ჩაატარეს. დანარჩენ მსურველლებს გამოკვლევების ჩატარება საყოველთაო ჯანდაცის ცენტრში შეუძლიათ.