ჟოჟიკ ისპირიანმა ხატვა 4 წლის ასაკში დაიწყო. ნინოწმინდის სამხატვრო სკოლაში 8 წლის შევიდა, მაგრამ გაკვეთილბს ვეღარ შეუთავსა, მიატოვა და ხატვა სახლში განაგრძო. 17 წლის ჟოჟიკი იაპონიაში ჩასვლაზე ოცნებობს და სურს საყვარელი გატაცებით – მხატვრობით – დაკავდეს.
ჟოჟიკს ხატვა გენეტიკურად უყვარს: ბაბუა, ბაბუის ძმა, მამა ხატავდნენ.
ჟოჟიკი ღიმილით იხსენებს, როგორ დაეხმარა ბაბუა ხატვის სწავლაში:
”როდესაც პატარა ვიყავი, ბაბუა ჟოჟიკთან მივედი, მან ქაღალდი და კალამი, ფერადი ფანქრები მოიტანა და სწორად ხატვას მასწავლიდა.”
პირველად, 4 წლისამ შავ წყალში მცურავი მფრინავი თევზი დახატა, რომელსაც დიდი კბილები ჰქონდა. როდესაც დედამ ეს ნახატი დაინახა, ცრემლები წამოუვიდა, რადგან ფიქრობდა, რომ მისი შვილი მენტალურად ავად იყო. მისი თქმით, შვილის ნახატები ყოველთვის განსხვავებული იყო. ხატავდა დრაკონებს, რომლებსაც სამეფო ცხოველებად თვლიდა, იაპონური მითოლოგიის გმირებს.
ხატვისას გუაშს და ზეთის საღებავებს იყენებს. ტილოებს თავად ამუშავებს და მამასთან ერთად ამზადებს. ქაღალდს ხელოვნურად აძველებს და მასზე შუა საუკუნეების რუკებს ასახავს.
ხატვისთვის კონკრეტულად გამოყოფილი დრო არ აქვს. როცა იდეა უჩნდება, ქაღალდსა და ფანქარს იღებს და აზრები ქაღალდზე ფერწერულად და ფერადად გადააქვს. როგორც თავად ამბობს, მასში რაღაც „იღვიძებს “ და ხატვა უნდება. ძირითადად ფანტასტიკურ სიუჟეტებსა და ანიმაციურ კადრებს ხატავს.
წელს ჟოჟიკმა პირველად გადაწყვიტა ნახატების კონკურსში მიეღო მონაწილეობა და ახლა შედეგებს ელოდება.
ჟოჟიკი ხატავს არა მხოლოდ სახლში, არამედ სკოლაშიც. ამის შესახებ უკვე ყველამ იცის. როდესაც მასწავლებლები მას გაკვეთილებზე კონცენტრირებისკენ მოუწოდებენ, ჟოჟიკი თითქმის არ უსმენს და ხატვას აგრძელებს.
დედა იხსენებს, რომ ერთ დღეს სკოლაში შვილის მერხის გასაწმენდად დაიბარეს. გაკვეთილზე იჯდა და იმ ნახატებს ხატავდა, რომლებიც სხვადასხვა ფერის გამოგონილ პატარა ცხოველებს ჰგავდა.
დედა ჟოჟიკის ნახატებს სხვენში ინახავს, ყოველწლიურად ფრთხილად გამოაქვს, ასუფთავებს და უკანვე აბრუნებს.
ახალგაზრდა მხატვარს მარტო მუშაობა უყვარს.
ჟოჟიკ ისპირიანი მხატვრობის გარდა სპორტითაც არის დაკავებული, ორი წელია კარატეზე დადის და საპატიო ადგილებს იკავებს. მშობლები ყოველთვის უჭერენ მხარს და შეძლებისდაგვარად ეხმარებიან.
მისი უმცროსი ძმა ჰოვიკი არ ხატავს, მაგრამ ელექტროობით არის დაკავებული, პატარა ღამის ნათურებს აკეთებს. ძმისთვისაც პატარა სანათიც გააკეთა, რომ ხატვა ღამითაც შეძლოს.
ახლა ჟოჟიკი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკას სომხურ სკოლაში სწავლობს, მომავალში სურს სწავლა თბილისში გააგრძელოს და პროგრამირება და 3D მოდელირება შეისწავლოს. ოცნებობს იაპონიაში წავიდეს, რადგან ხატვის ხელოვნება იქ უფრო განვითარებულია.