პოლიციის პიკაპი ახალქალაქი-ნინოწმინდის გზაზე, სოფელ დილიფთან, ამობრუნდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.
ავტომობილი გზიდან გადაიყვანეს, ხოლო მანქანების მოძრაობა შეჩერებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით აღიძრა, რომელიც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.