ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და კრივის სკოლის ორი სპორტსმენი საქართველოს ნაკრებს – ასეთი შედეგი მიიღეს ახალქალაქელმა სპორტსმენებმა 12 აპრილს 2023 წლის კრივის ჩემპიონატის ფარგლებში, მარნეულში გამართული შეჯიბრების შემდეგ.
2009 და 2010 წლებში დაბადებულ ვაჟებსა და გოგონებში საქართველოს ჩემპიონატზე 13-დან 14 წლამდე ასაკის სამი სპორტსმენი მონაწილეობდა: ნახატაკიან პეტროსი, ღაზარიან გორი და ედიკ ამაზარიანი. ორი მათგანი ფინალში გავიდა და პირველი ადგილისთვის იბრძოდა.
გორ ღაზარიანმა, საგარეჯოდან, პასიკაშვილი დავითი დაამარცხა და ახალქალაქში ოქროს მედლით დაბრუნდება. პეტროს ნახატაკიანი ქუთაისელ დავით ყუბანიშვილთან დამარცხდა და მეორე ადგილი დაიკავა, ახალქალაქს ვერცხლის მედალი მოუტანა. ორივე სპორტსმენი სკოლის მოსწავლეთა შორის უკვე საქართველოს კრივის ნაკრებშია.
7 აპრილს მოსწავლე-მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო, რომელიც მარნეულში “აზერბაიჯანის სახლის” სპორტულ კომპლექსში გაიმართა. ფინალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და ქალაქიდან სპორტსმენთა 16 წყვილი იბრძოდა.