დღეს, 5 ნოემბერს, ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა მატჩი ფეხბურთის გუნდებს “აბულს” (ახალქალაქი) და “ქარელს” (ქარელი) შორის, რომელიც “აბულის” გამარჯვებით დასრულდა.
ფეხბურთის მატჩი 2:0 ანგარიშით დასრულდა, გოლების ავტორები რაფიკ პალოიანი და სტეპან მარგარიანი გახდნენ.
“აბული” სატურნირო ცხრილში უკვე მე-6 პოზიციაზეა.
“აბულის” მორიგი მატჩი 12 ნოემბერს, 12:00 საათზე თბილისში, გაგრის “დინამოს” წინააღმდეგ გაიმართება.