ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ფილიპოვკის მოსახლეობა დიდი ხნის ოცნებას ისრულებს, აშენებენ სპორტულ დარბაზს. ჯერ ცნობილი არ არის რა დაჯდება მშენებლობა და, როგორ მოახერხებენ სოფლის მხზარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხის მშენებლობაზე გამოყენებას.

სპორტდარბაზის ახალი შენობა განკუთვნილი იქნება არა მხოლოდ სპორტის მოყვარულთათვის, არამედ სოფლის მცხოვრებლების შეკრებებისა და გართობისთვის. მშენებლობისთვის მუნიციპალიტეტმა ძველი სკოლის შენობა გამოყო.

სოფლის მოსახლეობის თქმით, მერიაში დაჰპირდნენ შენობაში დენის გაყვანას. სოფელი ფილიპოვკის მოსახლეობა მუნიციპალიტეტს მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და მთავრობას ადგილობრივი ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფას სთხოვს.

Filipovka 1

 

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მუდამ სურდათ შეკრებებისა და სპორტისთვის ადგილის აშენება. მშენებლობის ინიციატივა ერთ-ერთ მცხოვრებს ეკუთვნის, ახლა რუსეთში მცხოვრებ ავეტიკ კარაპეტიანს.

ამჟამად მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს, თუმცა მოსახლეობამ არ იცის რა თანხა დაჯდება მშენებლობა. მათ სახსრები სოფლის მოსახლეობისგან შეაგროვეს და იქამდე ააშენებენ, სადამდეც თანხა ეყოფათ.

ადგილობრივი მცხოვრები ბანგოიანი ვიტალი ამბობს, რომ მათ შეაგროვეს თანხა და დაიწყეს მშენებლობა.
“ჩვენ ყველა ოჯახისგან 1500 ლარი შევაგროვეთ, არ ვიცით გვეყოფა თუ არა. უკეთესი იქნებოდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თანხასაც თუ გამოვიყენებდით მშენებლობისათვის”, – ამბობს ის.

სოფელში 9 ოჯახი ცხოვრობს, დანარჩენები საზღვრებს გარეთ არიან, დაახლოებით 30 ოჯახი. თუმცა სახსრების შეგროვებაში ყველამ მიიღო მონაწილეობა, სოფლის კეთილმოწყობისთვის ყველამ დიდი სიამოვნებით გაიღო თანხა.

Filipovka 2

სპორტულ დარბაზს აშენებენ სოფლის მცხოვრებლები. მშენებლობისთვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული სახსრების გამოყენება სურთ, თუმცა ამ თანხას პირდაპირ მოსახლეობას ვერ გადაურიცხავენ.

Filipovka 3

მერიაში გვითხრეს, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხა სოფლისათვის 10 000 ლარს შეადგენს, რა თქმა უნდა შესაძლებელია სახსრების სპორტდარბაზის მშენებლობაზე გამოყენება, თუმცა პირდაპირი გადარიცხვის გზით ვერ მოხერხდება.

მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანის თქმით, ეს საკითხი განიხილება, გამოაცხადებენ ტენდერს თუ ხელშეკრულებას შეადგენენ.
“ორივე შემთხვევაში შესაძლებელია სახსრების სპორტდარბაზზე გამოყენება”, – თქვა მან.