2022 წლის 15 ოქტომბერს თბილისში მას-რესტლინგსა და არმრესტლინგში ჩემპიონატი გაიმართა, რომლიდანაც სომხეთის წარმომადგენელი ახალქალაქელი სპორტსმენი არტიომ აივაზიანი გამარჯვებული დაბრუნდა ჯავახეთში.
არტიომი შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად სომხეთის მას-რესტლინგის ფედერაციის პრეზიდენტმა არტავაზდ ნალბანდიანმა მიიწვია.
არმრესტლინგში ჩემპიონატის დროს არტიომი 65 კგ წონით კატეგორიაში მარჯვენა და მარცხენა ხელით იბრძოდა და ორივე შემთხვევაში მეორე ადგილი დაიკავა.
შემდეგ ძალები მას-რესტლინგში, ამჯერად 70 კგ წონით კატეგორიაში მოსინჯა და კვლავ მეორე ადგილი დაიკავა.
არტიომი მრავალ კონკურსში მონაწილეობდა როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ის მრავალი წელია არმრესტლინგით არის დაკავებული და სპორტის ამ სახეობაში განვითარების პერსპექტივას ხედავს. ადამ აივაზიანი მისი ძმა და დამსახურებული მწვრთნელია.
არტიომმა პირველი ადგილი არმრესტლინგის ჩემპიონატში “კუბანის რკინის ხელებში” დაიკავა, რომელიც 13 აგვისტოს რუსეთის კრასნოდარის მხარეში გაიმართა.