სოფელ თოთხამს წყალი ზაფხულში განრიგის მიხედვით, სამ დღეში ერთხელ მიეწოდება. ავტომატურ სარეცხ მანქანებს ხელით ამუშავებენ. ზაფხულობით კი ეზოებს სასმელი წყლის შესაგროვებელი დიდი ავზები ამშვენებს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი თოთხამი ქალაქთან შედარებით ახლოს მდებარეობს. ზაფხულში ქუჩებსა და ეზოებში წყლის დიდი ავზები ჩნდება, რადგან, როგორც სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, წყალი გრაფიკით მიეწოდებათ. მიუხედავად იმისა, რომ სოფელი პატარაა, ის სამ ნაწილად იყოფა და ყოველ დღე სოფლის მხოლოდ ერთ ნაწილს მიეწოდება წყალი.
„მუდმივად წყალს ვავსებთ, ეზოში ვერაფერს ვრგავთ, რადგან ვერ ვრწყავთ. აბლარის წყალი სოფელ კორხიდან მიედინება, დარჩენილი ნაწილი კი აქ მოდის. სოფელი სამ ნაწილად არის გაყოფილი და წყალი ორი დღე არ მოგვეწოდება“, – ამბობს თოთხამის მცხოვრები.
სოფლის მოსახლეობა ამ მდგომარეობას შეეჩვია და მეთოდი შეიმუშავა, რომლითაც ზაფხულში წყლის უქონლობის შემთხვევაში ავტომატური სარეცხი მანქანით ისარგებლებენ.
“თუ რაიმეს გარეცხვა გინდა, წყალს აგროვებ, ხელით ასხამ სარეცხ მანქანაში, შემდეგ ნარეცხ წყალს ცვლი და ტანსაცმელს ავლებ. ამ ნაბიჯებს რამდენჯერმე იმეორებ”, – განმარტავს ადგილობრივი მცხოვრები.
სოფლის უფლებამოსილი პირის თქმით, ეს საკითხი თითქოს მოგვარებული უნდა ყოფილიყო.
„2000 წლიდან ახალი წყალგაყვანილობა გვქონდა, მაშინ აქ მეტი ხალხი ცხოვრობდა, მაგრამ მაინც წყალი საკმარისი იყო, ახლა ორჯერ ნაკლები ვართ, წყალი კი 5-ჯერ შემცირდა. თოთხამს მაშინ 60 ოჯახი ჰყავდა, კორხში კი დაახლოებით 200 სული ცხოვრობდა, CIF-ის ორგანიზაციამ წყალი ორი სოფლისთვის გაიყვანა. 16% ადგილობრივმა მცხოვრებლებმა დაფარეს, 84% – CIF-მა. წყალს კორხსეც ვყოფთ. ვინაიდან კოხჩი უფრო დაბალ დონეზეა, იქ მეტი წყალი მიდის და ჩვენ სიმაღლის გამო ნაკლებს ვიღებთ. რეგულაციისთვის რამდენჯერმე მივედით, მაგრამ კორხელებმა უფლება არ მოგვცეს. მაგრამ ალბათ წელს სეზონის ბოლომდე წყალს ახალი ხაზით გაიყვანენ“, – განმატავს სოფელ თოთხამის უფლებამოსილი პირი ირიციან მესროპი.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლება ირწმუნება, სოფლის პრობლემსა და თოთხამის ახალი ხაზის მშენებლობის ხარჯებზე იციან, თუმცა პროექტისთვის თანხა ჯერ კიდევ არ აქვთ. თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ პირს სოფელ თოთხამიდან ახალი წყალსადენისთვის საჭირო თანხის ნაწილობრივი დაფინანსება სურს, თუმცა ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამუშაოსთვის თანხა ჯერ კიდევ არ გამოუყვიათ.