პეტროსიანების ოჯახი სოფელ ხავეთში ცხოვრობს, უკვე რამდენიმე წელია სოფლიდან გადასახლებას ფიქრობენ. ისინი მეტად იმედგაცრუებული არიან, დაიღალნენ მოლოდინის რეჟიმში ცხოვრებით, რომ სოფელში ერთი პრობლემა მაინც ოდესღაც მოგვარდება. გადაწყვიტეს, შეძლებისდაგვარად რუსეთში წავიდნენ საცხოვრებლად, რათა ბავშვების ოცნებები რეალობად აქციონ.

თითქმის ყველას სურს ამ სოფლის დატოვება, მაგრამ ყველას არ აქვს ამის შესაძლებლობა. სოფელში არსებული უკიდეგანო პრობლემები – ცუდი გზები (რაც სოფლის მოსახლეობის შეფასებით ნომერ პირველი პრობლემაა), ბუნებრივი გაზისა და მაღაზიების არქონა; სკოლებში არ ჰყავთ სპეციალისტები და მრავალი სხვა პრობლემა, რაც მოსახლეობას ნორმალური ცხოვრების საშუალებას არ აძლევს.

სოფლის სხვა ოჯახების მსგავსად ლიპარიტ პეტროსიანის ოჯახიც სოფლის მეურნეობას და მესაქონლეობას მისდევს, ასევე დაახლოებით 22 წელია მეფუტკრეობით არიან დაკავებულნი. წლების წინ კარტოფილს თესავდნენ, ახლა მინდვრები შეამცირეს, იმიტომ, რომ შემოსავალმა იკლო.

კარტოფილის ახალაშენებული საწყობი ცარიელი დარჩა, სოფლის მეურნეობის ტექნიკა კი გაყიდეს. ლიპარიტს და ჰავეტს “რკინის ექიმებს”ეძახიან, ტექნიკასთან დაკავშირებულ პრაქტიკულად ყველა ხარვეზს უმკლავდებიან.

“სიმართლე გითხრათ, საქართველოს ხელისუფლებით ძალიან იმედგაცრუებული ვარ. დავიწყეთ კარტოფილის მოყვანა, მაგრამ ეს სრულებით არ არის მომგებიანი, იმიტომ რომ სოფელში მყიდველები არ მოდიან, იძულებული ვართ, თვითონ წავიღოთ და იაფად გავყიდოთ, ვიდრე სხვა სოფლებშია. აზრი არ აქვს კარტოფილის დათესვას, იმიტომ, რომ ყველა თესავს, მაგრამ მოსავალი მიზერულია”, – ამბობს იგი.

ლიპარიტის მამა ზამთარში გარდაიცვალა, მას სასწრაფო დახმარება დასჭირდა, მაგრამ სასწრაფო დახმარების მანქანა სოფლამდე ვერ მივიდა, გზა გადაკეტილი იყო. დროული სამედიცინო დახმარების ვერ აღმოჩენის გამო მამა გარდაიცვალა.

როცა ამას იხსენებენ, პეტროსიანების ოჯახში მძიმე დუმილი წუთი ჩამოვარდება ხოლმე.

სწორედ ცუდი გზების გამო, ძალიან ძნელად თუ ვინმე თანხმდება ხავეთის სკოლაში მუშაობას.

“სკოლას არ ჰყავს სპეციალისტები, მაგალითად, არ გვყავს მასწავლებელი ძალიან საჭირო საგანში – ინგლისურ ენაში. ზაფხულში ქალაქიდან მაინც ჩამოდიან, ზამთარში გზები დაკეტილია და არავინ ჩამოდის, საუკეთესო შემთხვევაში სამი თვის განმავლობაში ნორმალურად ტარდება გაკვეთილები”, – ამბობს იგი.

ლიპარიტის შვილებს თავიანთი მიზნები აქვთ, ერთ-ერთი ქალიშვილს, ჟანას, თბილისში სურს სასწავლებლად წასვლა, ამჟამად ახალქალაქში ცხოვრობს, მამის მეგობრის სახლში, რათა ყოველ დღე დაესწროს გაკვეთილებს. მის ვაჟს, 13 წლის არსენს მზარეული სურს გახდეს, ასევე უყვარს გიტარაზე დაკვრა.

Arsen Petrosyan

დიდი ხანი უნდოდა გიტარა, მამამ უყიდა, მაგრამ მას აწყობა სჭირდებოდა, ეცადა თავად აეწყო და სიმი გაწყვიტა. არსენის გიტარა, რაზეც ის ოცნებობდა, ახლა კედელზე ჰკიდია, იმიტომ, რომ მუნიციპალიტეტში სპეციალისტი ვერ იპოვა.

პირობების არარსებობა იწვევს მათ იმედგაცრუებას, ამ შემთხვევაშიც კი, ბავშვური ოცნება კედელზე ჩამოკიდებული დარჩა.

gitar

არსენს, თან სურს სოფლიდან წასვლა, თან დარჩენა უნდა. უყვარს თავისი სოფელი, მაგრამ ასევე სურს თავისი ოცნებების ასრულება, რომლებსაც ვერ აისრულებს, თუ დარჩება.

არდადეგებზე ცდილობს მშობლებს მიეხმაროს, ასევე ქუჩაში თანატოლებთან თამაში უყვარს.

ის ნამყოფია თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ერევანსა და სხვა ქალაქებში, მაგრამ ყოველთვის უპირატესობას თავის მშობლიურ სოფელს ანიჭებს.

“ქალაქი კარგია, ლამაზია, ყველაფერია იქ, მაგრამ ჩვენს სოფელთან ვერ მოვლენ, ძვენი სოფელი ძალიან ლამაზია”, – ამბობს არსენი.

მისი თქმით, თუ სოფლის გზები მანამდე არ გაკეთდება, სანამ გაიზრდება, მაშინ თვითონ გაარემონტებს, იქვე ღიმილით დასძენს, – მანამდე ვინმე თუ დარჩება სოფელში.

ლიპარიტი რუსეთში წასვლა პირველივე შესაძლებლობისთანავე აპირებს.

მიწათმოქმედებასთან ერთად მეფუტკრეობას ვეწევი, მაგრამ წლეულს ამას აღარ ვაკეთებ. მოსავლიანი წელი იყო, საკმარისი რაოდენობის თაფლის აღების იმედი მქონდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დათვის ჩემზე ბევრად ადრე გაახარა ამ ფაქტმა”, – ამბობს იგი.

13 სკა ჰქონდა, მათგან 5 დათვმა მთლიანად გაანადგურა, 2 კი განადგურების პირასაა, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სკები აღადგინოს.

სკებში დათვის, 20 წლის განმავლობაში პირველად შემოვიდა. იყო პერიოდი, როცა სკებს სახლისგან შორს ვტოვებდით, მაგრამ ასეთი რამ არასდროს მომხდარა.

“როცა დათვის პირველად მოვიდა, მთელ ოჯახს შეგვეშინდა, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, “112”-ში დავრეკე, ოპერატორმა მკითხა: დათვი თქვენს გვერდით არის? ამის შედეგ განაგრძო: როდის მოვა კიდევ? მითხარით, თუ შეიძლება, რა უნდა მეპასუხა?”,- ამბობს ლიპარიტ პეტროსიანი.

meghuner

რამდენჯერმე მიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რათა მათ მიეღოთ ზომები.

“ისინი არაფერს აკეთებენ, ველოდები, სანამ ადამიანს არ შეჭამენ, ყურადღებას არ გვაქცევენ, აქ როგორ ვიცხოვროთ?” – ამბობს იგი.

პეტროსიანების ოჯახმა ბევრი სირთულე გადაიტანა, გაარემონტეს სახლი, ცდილობენ შვილებს ყველა პირობები შეუქმნან, მაგრამ ხედავენ, რომ ქალაქში და ქალაქთან ახლოს მცხოვრები ბავშვებისგან განსხვავებით ბევრ რამეში ჩამორჩებიან.

“რადგან მძიმე ცხოვრება გვაქვს, გვსურს ცვლილებები და ზოგჯერ ვირჩევთ გზას, სადაც გვექნება საყრდენი, ჩვენს შემთხვევაში ეს რუსეთია, ჰკითხეთ სოფლიდან ნებისმიერს, ყველას წასვლა სურს”, – ამბობს ლიპარიტი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთიდან ოჯახები გადადიან ახალქალაქში, ან რუსეთსა და სომხეთში მიემგზავრებიან. ადამიანები უკეთეს ცხოვრებას ეძებენ, რათა მათ შვილებს მომავალი ჰქონდეთ.