დღეს ახალქალაქში და სოფლებში დიდთოვლობა იყო. როგორც მერიაში ამბობენ, ამჟამად შიდასასოფლო გზები დაკეტილი არ არის.
«დღეს მერიაში სოფლის მცხოვრებლები მოვიდნენ, არაფერი ისეთი, ამჟამად არავითარი ზარი ამასთან დაკავშირებით არ მიგვიღია, ახლა არ არის ქარი, მაგრამ მერე შეიძლება ქარი ამოვარდეს და გზები გადაკეტოს, ახლა ყველა სოფლის გზა გახსნილია», – თქვა ახალქალაქის მერმა იურიკ უნანიანმა.
როგორც შარშან, წელსაც ახალქალაქისა და სოფლების გზების დასუფთავების სამუშაოებს კომპანია «ჯავახ ავტო გზა» ახორციელებს. წლეულს კომპანიამ 100 000 ლარის ოდენობის ელექტრონული კონკურსი მოიგო.
როგორც კომპანია «ჯავახ ავტო გზის» ინფორმაციაშია აღნიშნული, ამჟამად გზების დასუფთავებასთან დაკავშირებით ზარი არ მიუღიათ.