სუსანა კარაპეტიანი იმ ბიზნეს-ლედის მაგალითია, რომელიც საყვარელ საქმესა და ოჯახს ერთმანეთს უთავსებს. ახალქალაქში ბიზნესის განვითარება რთულია, მაგრამ სუსანა თავისი საქმის ერთგულია და დიდი გეგმები აქვს.

იგი ტანსაცმლის დიზაინერი და მკერავია. ბავშვობიდან უყვარდა კერვა, თოჯინების ტანსაცმელს დამოუკიდებლად, ყოველგვარი ნიმუშისა და ინსტრუქციის გარეშე ქმნიდა.

„წარმოვიდგენდი, რომ მომავალში ან მკერავი, ან მოდელი გავხდებოდი. რადგან მოდელობა ფიზიკური მონაცემების გამო არ გამომივიდა, კერვა დავიწყე. პროფესიის არჩევაში ეჭვი არასდროს შემპარვია, სხვა შესაძლებლობაზე, არჩევანის სისწორეზე არც კი მიფიქრია.“ – ჰყვება სუსანა კარაპეტიანი.

IMG_8726

მშობლებისთვის ქალიშვილის არჩევანი „არანორმალური“ იყო და არწმუნებდნენ, რომ რაიმე სხვა აერჩია. თუმცა, როგორც სუსანა ვარაუდობს, სწორედ ოჯახმა შეაყვარა ხელსაქმე.

„ბავშვობაში ბებიაჩემი მოსაცმელებს, ბლუზებს ქსოვდა. მის გვერდით მეც ყოველთვის რაღაცას ვაკეთებდი. ხელსაქმედან პირველი სწორედ ქსოვა ვისწავლე, ”- იხსენებს იგი.

სკოლის დამთავრების შემდეგ სუსანამ ერევნის ფრანგულ-სომხურ კოლეჯში ჩააბარა, ერთი წელი სწავლობდა და მუშაობაც დაიწყო. რამდენიმე წელი ერევანში ცხოვრობდა და ტერიანის კულტურულ ცენტრში მუშაობდა, შემდეგ მამაკაცის ტანსაცმლის ნიმუშებსაც ქმნიდა. თუმცა სამომავლო გეგმები კორონავირუსმა შეუცვალა: ის და მისი და მშობლიურ სოფელ კარწახში დროებით ჩავიდნენ, თუმცა ახალქალაქში სუსანამ მომავალი მეუღლე გაიცნო, დაქორწინდა და ერევანში აღარ დაბრუნებულა.

IMG_8718

კითხვაზე, როგორია იყო ბიზნეს-ლედი ახალქალაქში, გმირი გვპასუხობს:

“ძალიან სასიამოვნოა. არანაირი სირთულე არ შემქმნია. როცა პირველად ჩამოვედი, არ მიცნობდნენ. მეგონა, რომ აქ საქმე არ გამოვიდოდა, შეკვეთებს ვერ მივიღებდი, რადგან აქ ძირითადად მაღაზიებში ყიდულობენ. ერევანში კაბას შეკვეთით ხშირად იკერავენ, მიუხედავად მაღაზიებშიც დიდი არჩევანია. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ტანსაცმლის შეკერვა აქაც ბევრს სურს“.

სუსანა აღიარებს, რომ თავიდან მისთვის უჩვეულო იყო, უჭირდა ახალქალაქელებთან ურთიერთობა, მაგრამ ახლა უკვე შეეჩვია.

ოჯახმა და ბავშვმა სუსანას ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, მაგრამ მაინც ცდილობს პირადი ცხოვრება და საქმე გააერთიანოს.

„მინდა ყველაფერი მოვასწრო. სანამ შვილი შემეძინებოდა, დილიდან საღამომდე ვკერავდი. ახლა დღისით ბავშვს ვუვლი და ძირითადად ღამე 21:00-დან 00:00, 01:00 საათამდე ვკერავ. მხოლოდ 4-5 საათი მძინავს“, – ამბობს ის.

IMG_8722

სუსანას ახლა ბევრი კლიენტი ჰყავს, ამიტომ იძულებულია შეკვეთები მხოლოდ ახლო ადამიანებისგან, რეგულარული მომხმარებლებისგან მიიღოს.

ბიზნესის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდასაჭერად საგრანტო კონკურსში გამარჯვებამ შეიტანა.

„უპირატესობა, რაც გრანტმა მომცა, ტექნიკაა. ჩემი მანქანა ყველაფერს არ კერავდა, მაგრამ ახალი მადგება. ამ მიზეზით უარს აღარავის ვეუბნები. ნებისმიერ ქსოვილზე ვმუშაობ, ვკერავ ქურთუკებს, ბეწვეულს და ა.შ. პროექტმა ქსოვილების ქონის მხრივაც შემიწყო ხელი. როგორც წესი, კაბის შეკვეთისას ქსოვილებს არ ვინახავდი, კონკრეტული შეკვეთისას სპეციალურად მომქონდა, პროექტის ფარგლებში კი დაახლოებით 2 000 ლარად ახალი ქსოვილები ვიყიდე.  ხანდახან ადამიანებს შეკვეთა 3-4 დღეში სჭირდებათ, მე კი ამისთვის დრო არ მაქვს, ამიტომ  არსებული ტანსაცმლიდან არჩევენ“.

IMG_8746

სუსანამ ატელიეს გარდა პროექტში ფოტოსტუდიაც მიუთითა. იდეა იმ კლიენტებმა მიაწოდეს, რომლებიც გასაქირავებელ კაბებს ითხოვენ.

„ვიფიქრე თუ რა იყო საჭირო ფოტოსესიისთვის. გადავწყვიტე, რომ შეთავსებას შევძლებდი: კაბებსაც გავაქირავებდი და ფოტოსესიებსაც მოავწყობდი. ფოტოსესიაზე ბევრი მოთხოვნა არ მაქვს, მაგრამ ჯერ რეკლამაც არ გამიკეთებია“.

სუსანამ სამკერვალო ტექნიკა, ფოტო-აღჭურვილობა, ავეჯი, ქსოვილები და მრავალი სხვა მიიღო. მომავალში სურს საკუთარი ტანსაცმლის ბრენდი შექმნას, რომელიც როგორც მოზრდილბს, ისე ბავშვებს მოერგება.

სუსანას შემოქმედებაში ყოველთვის არის ადგილი კრეატიულობისა და შთაგონებისთვის. ახალი იდეები მას სპონტანურად უჩნდება და ყოველთვის ახერხებს მათ რეალიზებას.

„ბევრი საქმის მიუხედავად, თუ შთაგონება მეწვია, მაშინვე უნდა გავაკეთო, ყველაფერს გვერდზე გადავდებ. ძილის წინაც რომ მომაფიქრდეს, კერვას დილით დავიწყებ“.

IMG_8760