26 ივნისს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვაში 44-დღიან ომში დაღუპული პოდპოლკოვნიკის ვალენტინ ბურნუსუზიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური საფეხბურთო ტურნირი დაიწყო.
მემორიალური ტურნირი როგორც სოფელ არაგვში, ისე მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების ინიციატივა იყო.
„მემორიალური ტურნირი თანასოფლელის, ძმის, 44-დღიანი ომის გმირის, ვალენიტ ბურნუსუზიანის ხსოვნისათვის მოეწყო. საზღვარგარეთ მცხოვრები ახალგაზრდების დახმარებით შევკრიბეთ მონაწილეები და ტურნირიც დავაორგანიზეთ. ახალგაზრდებს ტურნირის ჩატარება დიდი ხანია სურთ“, – განმარტავს ტიგრან იაილახანიანი სოფელ არაგვიდან.
მემორიალურ ტურნირში 19 საფეხბურთო გუნდი მონაწილეობს. 27 ივნისს არაგვა-ბუღაშენის გუნდებმა ითამაშეს, რომელიც არაგვას გამარჯვებით დასრულდა. აგანა-იხტილას გუნდებიდან გამარჯვებულია იხტილას გუნდი, დილისკა-ზაკიდან – დილისკას გუნდი, კარტიკამ-ლომატურცხიდამ – კარტიკამის გუნდი, პატარა სამსარ-ტურცხიდან – პატარა სამსარას გუნდი. ერთმანეთს მერენია-მაჯადიას გუნდებიც უნდა შეხვდნენ.
ტურნირის გახსნას პოდპოლკოვნიკის ქვრივი და სამი შვილი ესწრებოდნენ.
ქვრივი ნარინე ჟამკოჩიანი თამაშის ორგანიზატორებს მადლობას უხდის და მეუღლეზე ამაყად საუბრობს.
„ჩემმა მეუღლემ სამხედრო გზა სკოლის მერხიდან აირჩია. ვაზგენ სარგსიანის სამხედრო ინსტიტუტშიც ჩაირიცხა, რომელიც 2003 წელს დაამთავრა და დილიჯანში, შემდეგ კაპანსა და არწახში გაგზავნეს“.
მისი თქმით, მას მკაცრი ბუნება ჰქონდა. თავისი პროფესია ძალიან უყვარდა და ქვეშევრდომებისგანაც წესრიგსა და საუკეთესო შედეგებს ითხოვდა. ბევრ სატანკო ტურნირში მონაწილეობდა და მისი როტები ყოველთვის იმარჯვებდა.
„ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ის და მისი გუნდი “კავკასია-2020”-ის სატანკო წვრთნებზე გაემგზავრა, რომელიც ასტრახანში ტარდებოდა. ომის მესამე დღეს დაბრუნდა და მაშინვე აეროდრომიდან ფრონტის ხაზზე გავიდა.”
იმ დღეს ნარინე შვილებთან ერთად აეროპორტში დახვდა, რადგან გაიგო, რომ ქმარი და მისი კომპანია მაშინვე ღარაბაღში უნდა წასულიყვნენ. 2017 წელს კაპანში გადაიყვანეს, ყარაბაღში კი ცალკე ჯავშანტანკების მეთაურად დანიშნეს.
ვალენტინი ჯრაკანში (ჯაბრაილი) იბრძოდა. მაშინ დაამთავრა აკადემია და მაგისტრის ხარისხიც აიღო.
ვალენტინი 3 ოქტომბერს ფრონტის ხაზზე გარდაიცვალა. თანამებრძოლები სანგრებში გაგზავნა და ფრონტის ხაზზე მოადგილეებთან ერთად დარჩა. მტრის შეტევამ მხოლოდ ის იმსხვერპლა, ტყვია კისერში, აორტაში მოხვდა.
“როცა ტანკებზე ლაპარაკობდა, თვალები უბრწყინავდა. ვიცინოდი, ვეუბნებოდი, რომ ტანკები თავის ოჯახზე მეტად უყვარდა. იღიმოდა და მპასუხობდა, რომ ტანკებიც მისი შვილები იყვნენ”.
პოდპოლკოვნიკი ამბობდა, რომ არ სურდა შვილი მის გზას გაჰყოლოდა, მაგრამ სამხედრო ნაწილი ყოველთვის თან დაჰქონდა.
„მამის გარდაცვალებამდე შვილი ყოველთვის ამბობდა, რომ მამამისის მსგავსად მეთაური გახდებოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ კონკრეტულად და მოკლედ გვპასუხობს, რომ ასტროფიზიკოსობა სურს, რათა მტრის დასამარცხებლად იარაღი და მისი სახეობები შექმნას. გული შურისძიებას ჰკანრანხობს. ხაზს უსვამს ფაქტს, რომ სომეხი ყოველთვის უნდა იმარჯვებდეს“.
ვალენტინის ცოლ-შვილს მუდმივი საცხოვრებელი არ ჰქონდა, ქმართან ერთად მოგზაურობდნენ. მიჰყვებოდნენ მაშინაც, როცა ცხოვრებისათვის ელემენტარული პირობებიც არ ჰქონდათ.
„10 წელი დილიჯანში, ერთი წელი ერევანში ვიცხოვრეთ, რათა აკადემია დაემთავრებინა. შემდეგ კაპანსა და არცახში გადავედით. ბოლოს ვოროტანში (კუბათლუ) ვცხოვრობდით. საკუთარი სახლი არ გვქონია. მისი გარდაცვალების შემდეგ ჯავახი სომხების და სოფელ არაგვას მცხოვრებლების შემოწირულობებით დიდი თანხა შეგროვდა და ბინის ყიდვაც შევძელით“.
ნარინეს თქმით, სირთულეების, რომლებსაც აწყდება, სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ამჟამად სამ ადგილას მუშაობს.
„როცა მიგაჩნია, რომ ეს ადამიანი მთელი ცხოვრება შენს გვერდით იქნება, პრობლემებიც არ გაწუხებს. გჯერა, რომ ყველაფერს მოაგვარებ. უეცრად სრულიად მარტო რჩები. არც სახლი გაქვს, არც კუთხე. ეს ძალიან რთულია”.
სირთულეების მიუხედავად, გმირის ცოლი ამაყად აღნიშნავს, რომ შვილებმა მამის ღვაწლი უნდა დააფასონ. მან თავისი მოვალეობა შეასრულა – ბოლომდე მებრძოლებთან იყო. გარდაიცვალა, მაგრამ როგორც გმირი.
”ჯარში მსახურება სამუშაო არ არის, ეს მოწოდებაა”,- აღნიშნავს იგი.
ვალენტინი ირაბლურში განისვენებს.
მიუხედავად იმისა, რომ ვალენტინი სამხედრო იყო და დატვირთული გრაფიკი ჰქონდა, მშობლიურ სოფელ არაგვასთან ძლიერი კავშირები ჰქონდა. თავად ჩამოსვლა არ შეეძლო ხოლმე, მაგრამ შვილები და ცოლი ზაფხულს ყოველთვის სოფელში ატარებდნენ. ვალენტინი ბიძის ოჯახში გაიზარდა, რადგან მშობლები მცირეწლოვანს გარდაეცვალა.
ტურნირის ფინალური მატჩი 29 ივნისს გაიმართება.