მამაკაცური ან ქალური სტერეოტიპებისგან განდგომა იმ პირებისთვის იქცევა პრობლემად, რომლებიც ისეთ პატარა პროვინციებში ცხოვრობენ, როგორიც ჯავახეთია და სასაუბრო თემაც ხდებიან. როგორ ხსნიან ბავშვებში სქესის „განსხვავებულად“ გამოხატვას, აღზრდით არის ეს განპირობებული თუ გენეტიკით? რა უნდა გააკეთოს მშობელმა? საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებზე Jnews-ს ფსიქოლოგი ანა მინასიანი ესაუბრა.
როგორ ვითარდება „მამაკაცური“ ქცევა გოგონებში, ან პირიქით. რა თამაშობს მთავარ როლს: გენეტიკა, აღზრდა, ჰორმონალური ფონი…
– რეალურად ეს არც აღზრდას უკავშირდება და არც გენეტიკას – ეს ჰორმონალურია. ამის თავიდან აცილება შეუძლებელია. მოზარდობისას უპირატესობები ჩნდება, შეუძლებელია ამაზე ზემოქმედება. წაიყვანეთ ფსიქოლოგთან, თუ გსურთ. ეს მისი ორიენტაციაა. ყველაფერი აქედან მოდის. ზოგი ავლენს, ზოგი – არა და ნაზ ბიჭად ან მამაკაცურ გოგონად რჩება. განათლებას ამასთან არაფერი აქვს საერთო. მოსაზრება თითქოს, გოგონას მანქანით, ან ბიჭს თოჯინით თამაში აყალიბებს, სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორ დავრწმუნდეთ, რომ ბავშვი ამ შემთხვევაში თავს დაუცველად არ იგრძნობს და ბულინგის მსხვერპლი არ გახდება? ჩვეულებრივ, უფრო მეტი ზეწოლა მამაკაცებზე მოდის.
– ბულინგის მსხვერპლთათვის განათლება უმნიშვნელოვანესია. რა სახითაც არ უნდა ჩაგრავდნენ, მშობელმა ზომები უნდა მიიღოს და შვილი თავის სანაცნობოში მაინც უნდა იყოს მიღებული. ახალქალაქში ახლობლების, ნათესავების, მშობლების მხრიდან უამრავი ადამიანია ბულინგის მსხვერპლი. “წკეპლავენ” შვილებს, რადგან გოგონა ბიჭივით იქცევა. მამები ხშირად ეუბნებიან შვილებს, რომ ისინი “კაცური” ქალები არიან და ა.შ. ეს ბოჭავს ბავშვს და საკუთარ თავს უარყოფს, არ ღებულობს. მაგრამ ის თავისთავად ვერ შეიცვლება. ზოგი საკუთარ თავს აიძულებს, ზოგი აღზრდის მეთოდს ცვლის, მაგრამ სინამდვილეში ეს კიდევ უარესია, რადგან ბავშვი საკუთარ თავთან უცხოვდება და ხასიათის საწინააღმდეგოდ იქცევა, ნიღბით ცხოვრობს, რათა საზოგადოებამ მიიღოს იგი.
რა უნდა გააკეთოს მშობელმა, რომ ბავშვმა საკუთარი თავი ისეთად მიიღოს, როგორიც არის?
– თუ მშობელი იღებს შვილს ისეთს, როგორიც არის, ანუ არ ამცირებს მას და თვითშეფასებაზე არ მოქმედებს, ის მიიღებს საკუთარ პიროვნებას. ასეთი ვარ და არაუშავს. ჩაცმულობის, სტილის, ქცევის მიუხედავად, როცა მშობლის დამოკიდებულება ღირსეულია, ბავშვს ესმის, რომ ის მიიღეს და მაღალი თვითშეფასებაც ექნება. ხოლო როცა თავმოყვარეობა აქვს, საზოგადოება მის შერცხვენას როგორც არ უნდა ეცადოს , იგი არ განაწყენდება და თავის „მე“-ს საზღვრებს არ დაუსვამს.
შესაძლებელია თუ არა საზოგადოებამ მიიღოს და არ დევნიდეს მისთვის არატიპიურ ადამიანებს?
– ეს ყველაფერი საზოგადოების განათლებაზეა დამოკიდებული, აუცილებელია სწავლა, აღზრდა. მშობლები შვილს უნდა ესაუბრებოდნენ. მაგალითად, საზოგადოება არ იღებს ცერებრალური დამბლის, დაუნის სინდრომის, აუტიზმის მქონე ბავშვებს და იგივე კითხვა ჩნდება, როგორ მოვექცეთ მათ?! საზოგადოებას თავისი წესები აქვს და სურს, ყველამ ამ საზღვრებში იცხოვროს. მათ, ვინც მის გარეთაა, არ იღებენ. რიყავენ ახლობელ, მხედველობის და სმენის პრობლემების მქონე ბავშვებს და დასცინიან. ამასთან დაკავშირებით თითოეულმა მშობელმა უნდა აუხსნას შვილს, რომ გარდა იმ ბავშვებისა ვინც ხედავს, არიან ბავშვები, რომლებიც ვერ ხედავენ, არ ესმით, რათა სოციუმში გადაკვეთისას მიუღებლობა არ ჰქონდეს. ყველაფერი ისევ ოჯახიდან და აღზრდიდან მოდის. სკოლაში, სადაც ჩემი შვილები სწავლობენ, არის აუტისტი ბავშვი. ზოგიერთი მშობელი აჯანყდა, არ სურდათ მას მათ შვილებთან ერთად ესწავლათ. ბავშვებმაც მისი გაღიზიანება დაიწყეს, ხოლო იმ მშობლებმა, რომლებიც შვილებს ესაუბრებოდნენ და უხსნიდნენ, რომ ამ ბავშვსსც აქვს აგრესია, უნდა დაიცვას თავი, რომ ეს ბავშვი მათი მსგავსია და ავად არ არის, რომ განსხვავებულად არ უნდა მოექცნენ, ზოგიერთმა ბავშვმა მიიღო ის და მეგობრობენ, აქვთ ურთიერთობა, თამაშობენ. ხოლო მჩაგრელების მიმართ ძლიერ აგრესიას ავლენს, ურტყამს, კბენს და ა.შ.”