მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში სპეცმასწავლებლებისა და საგნების გამოცდებზე რეგისტრაცია 20 მარტის 10:00 საათიდან 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

რეგისტრაცია მხოლოდ ელექტრონულად, online.naec.ge -ზე შეგიძლიათ.

2023 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ საგნობრივ გამოცდაზე პრაქტიკოს მასწავლებლად დარეგისტრირების უფლება მხოლოდ ეროვნულ უმცირესობათა ენების (აზერბაიჯანული და სომხური) პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პირებს აქვთ.

საქართველოს მთავრობის №97 გადაწყვეტილებით, არაქართულენოვან სკოლებში მოქმედი ეროვნული უმცირესობების ენების (სომხური და აზერბაიჯანული) მასწავლებლის სტატუსი 2025-2026 სასწავლო წლების ბოლომდე იმოქმედებს.

2026 წლამდე არაქართულენოვან სკოლებში ეროვნული უმცირესობების ენების (სომხური და აზერბაიჯანული) მასწავლებელი უფროსი მასწავლებლის სტატუსს იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ პროფესიული ეროვნული ცენტრის, ან ზურაბ ჟვანის სახ. სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის, ან მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ქართული ენის კურსს გაივლის (ჩააბარებს). შეგიძლიათ ქართული ენის ცოდნისა და საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტიც (1, 4, 7 ან 10 კრედიტი) წარმოადგინოთ. მასწავლებელი გრძელვადიან კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ  უფროსი მასწავლებლის სტატუსს მიიღებს.

სტატუსი გაიცემა მაშინაც, თუ 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არაქართულენოვან სკოლებში ეროვნული უმცირესობების ენების (სომხური და აზერბაიჯანული) მოქმედმა მასწავლებლებმა საგნისა და პროფილის გამოცდა მინიმუმ 1 კრედიტით ჩააბარეს.

სტატუსი მიენიჭებათ 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არაქართულენოვან სკოლებში ეროვნული უმცირესობების (სომხური და აზერბაიჯანული) ენების პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებმაც საგნის გამოცდა 10 კრედიტით ჩააბარეს.

შეგიძლიათ გაეცნოთ:

რომელი არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგები მიიღებენ უფროსი მასწავლებლის სტატუსს

არაქართულენოვანი მასწავლებლისთვის სტატუსის მიღების პროცედურა შეიცვალა

ახალქალაქის სკოლებში საბუნებისმეტყველო სპეციალისტების დეფიციტია