9 მარტს ახალქალაქის მერიამ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს, რომლებმაც სხვადასხვა სფეროში გამოიჩინეს თავი, სამახსოვრო პრიზები გადასცა.

დიპლომი და მაჯის საათები 8 სპორტსმენს, 3 მწვრთნელს და 1 მსაჯს ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა გადასცა. ღონისძიებას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ვალერი სტელმაშოვი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ახალქალაქის სპორტკომპლექსის მოკრივეებმა თებერვალში დასრულებულ საქართველოს ჩემპიონატზე უპრეცედენტო შედეგი აჩვენეს. მოკრივეთა გამარჯვების შედეგებით ახალქალაქის სპორტკომპლექსის გუნდი საუკეთესო იყო, გამარჯვებულები კი საქართველოს ნაკრებს საერთაშორისო არენაზე გასამარჯვებლად შეუერთდნენ.