ქობულეთში გამართულ რესპუბლიკურ ტურნირზე ახალქალაქის სპორტული სკოლის თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 5 მედალი მოიპოვეს – 3 ოქრო, 2 ბრინჯაო.

14 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით ქობულეთში რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა, რომელშიც ძირითადად აჭარისა და ახალქალაქის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. ტურნირში ახალქალაქიდან 10 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. საერთო ჯამში ტურნირმა 150 სპორტსმენი მოიცვა.

გამარჯვებულები ახალქალაქიდან:

35 კგ კატეგორიაში პირველი ადგილი – ქოსიან არმო
38 კგ კატეგორიაში პირველი ადგილი – ეზოიან გარიკი
46 კგ კატეგორიაში პირველი ადგილი – კარახანიან ვახო

69 კგ კატეგორიაში მესამე ადგილი – მოსოიან მირანი
30 კგ კატეგორიაში მესამე ადგილი – ჰაკობიან გევორგი