„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ოფიციალურად გაწვეულია. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში მეორე მოსმენაზე ჩავარდა.
რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 112-მა წევრმა. კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი არ დაუჭირა 35-მა დეპუტატმა, მომხრე იყო ერთი დეპუტატი.
როგორც ცნობილია, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ მიიღო.
საქართველოს რეგლამენტის თანახმად, კანონპროექტის ოფიციალური გაწვევისთვის საჭირო იყო, პირველი მოსმენით მიღებული პროექტი პლენარულ სხდომაზე ისევ გაეტანათ და მეორე მოსმენისას კენჭისყრაზე ჩაეგდოთ.
რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, რომელიც პირველი მოსმენით კენჭისყრაზე არ დამდგარა, როგორც შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ინიციატორებმა უკვე გაიწვიეს.
„საორგანიზაციო საკითხებში ცნობად ვიღებთ ინიციატორების მომართვას კანონპროექტის გამოთხოვასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ე.წ. ამერიკულ ფარას თარგმანს და ის გაწვეულია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.