6 მარტს სოფელ ხავეთი-დავნია-ერინჯაში ბეტონის გზის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. წინადადებები 27 მარტამდე მიიღება და საორიენტაციო ფასი 2 619 220 ლარია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების ხავეთი-დავნია-ერინჯას ბეტონის საფარის მოწყობა მრავალწლიანი პროგრამაა და 2023 წელს მშენებლობაზე 500 000 ლარი გამოიყო. 500 000 ლარიდან 200 000 ლარი მაღალმთიანობის ფონდიდან, ხოლო 300 000 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა, 2024 წელს კი 2 119 220 ლარი გამოიყოფა: 2 013 259 ლარი – მაღალმთიანობის ფონდი, 105 105 ლარი – ადგილობრივი ბიუჯეტი.
გზაზე სამუშაოები 2020 წლიდან მიმდინარეობს. იგი დაახლოებით 5500 მეტრი სიგრძისა და 4,5 სიგანისაა. პროექტის საოროენტაციო ღირებულება 2 475 000 ლარი იყო.
ხავეთი-დავნია-ერინჯას გზის რეაბილიტაცია გასულ წელს მსოფლიო ბანკის ხარჯზე იგეგმებოდა, თუმცა ფონდმა თანხის გამოყოფაზე უარი განაცხადა.
გზა, რომელიც გაიძულებს წახვიდე: საზღვრისპირა სოფელი დაცარიელებულია (Photo)