2023 წლის 10-12 მარტს მონაწილეობითი დემოკრატიის „სამოქალაქო ასამბლეის“ მოდელის საფუძველზე შექმნილი „The Future Armenian“-ის („აპაგა აიკაკან“) პირველი კონფერენცია გაიმართება, რომელიც სომხურ რეალობაში პირველად რეალიზდება.
კონფერენციის “The Future Armenian” ერთ-ერთი გამორჩეული თვისება ასეთ ფორმატში მსოფლიო დიასპორის ჩართვაა, რის შედეგადაც კონფერენციაში მონაწილეობას საქართველოს წარმომადგენლებიც მიიღებენ.
გამჭვირვალე ლატარიის და წარმომადგენლობითი ნიმუშის მეშვეობით კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად 200 მონაწილე შეირჩა, რაც მთელი მსოფლიოს სომხების უნიკალურ მოდელს ქმნის.
კონფერენციას საქართველოდან ხუთი ადამიანი დაესწრება, მათგან სამი ჯავახეთიდან: ენოკ ბაბაჯანიანი, ნაზელი დემურჩიანი, ოფელია ისპირიანი, ანა მკრტჩიანი და როზა ზოჰრაბიანი საქართველოს სხვა დასახლებიდან.
კონფერენციაზე 3 მიზანი განიხილება: სომხეთისა და დიასპორის ერთიანობა, ისტორიული პასუხისმგებლობა და მოსახლეობის ზრდა. ისინი ინიციატორების მიერ გამოკითხვის შედეგად აირჩიეს.
5 თვის განმავლობაში სომხურ ექსპერტთა საზოგადოების 100-ზე მეტი წარმომადგენელი იმ სცენარებსა და პროგრამებს განიხილავდა, რომლებიც დასახული მიზნების განხორციელებასთან მოქმედ თუ ონლაინ ფორმატში არის დაკავშირებული. მათ კონფერენციაზე წარმოადგენენ, რომელშიც მონაწილეობას ყველა არჩეული პირი მიიღებს. დარეგისტრირებულ მომხმარებელს ონლაინ დასწრებაც შეეძლება.
“The Future Armenian” აყალიბებს პლატფორმას, სადაც სომეხთა სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები მთელს მსოფლიოში ჯერ ეცნობიან ერთმანეთს, შემდეგ კი სცენარებსა და პროგრამებს განიხილავენ, რომლებიც მომავლის ხედვას განსაზღვრავენ.
“The Future Armenian”-ის პირველი საინფორმაციო შეხვედრა ახალქალაქში 2022 წლის 4 დეკემბერს გამართა.