სამსონ ოგანესიანი ახალქალქში ოთხ ვეტერანს შორის ერთ-ერთია, რომელიც დღეს ფაშისტებზე გამარჯვების 75 წლისთვას ზეიმობს. 106 წლის ასაკში ის ერთობისა და ღვთის სიყვარულისაკენ მოგვიწოდებს. მისი სიცოცხლის თითოეულ წელს თვლის ჯილდოდ ცხოვრებისა და ყველაფრისამდი დიდ სიყვარულსათვის.
სამსონ ვარდანის ძეს სამი ვაჟიშვილი ჰყავს. უფროსი შვილი ოჯახით რუსეთში ცხოვრობს, შუათანა კი მასთან ერთად, გვერდით არის. უმცროსი შვილი ამერიკაში ცხოვრობდა, მაგრამ ახლა აღარ არის ცოცხალი. სამსონ ოგანესიანისათვის ოჯახი მუდამ პირველ ადგილზე იყო. მას ძალიან უყვარდა მისი მეუღლე ფარანზემი და მასზე დღემდე დიდი სიყვარულით საუბრობს.
სამსონ ოგანესიანი 1914 წლის 12 სექტემბერს ახალქალქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ სამსარში დაიბადა. განათლებით ისტორიკოსია, მონაწილეობდა სსრკ-სა და ფინეთის ომში, შემდეგ კი მეორე მსოფლიო ომში. სიმამაცისა და გამბედაობისათვის მენ სხვადასხვა ჯილდო და მედალი მიიღო. საბჭოთა ხელისუფლების დროს სხვადასხვა მაღალ თანამდებობას იკავებდა.
როდესაც ბაბუა სამსონს ცხოვრებაზე ესაუბრები, ის ხშირად ომის თემას უბრუნდება. მიუხედავად იმისა, რომ ომის წლებმა მისი ცხოვრების მოკლე პერიოდი მოიცვა, ის ვეტერანის მოგონებების დიდ ნაწილს იკავებს.