დღეს, 8 ნოემბერს, ახალქალაქში კორონავირუსით ინფიცირების 29 შემთხვევაა დაფიქსირებული. რეგიონში ვითარება კვლავ მძიმეა.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა დღეს, 8 ნოემბერს 337 ტესტი ჩაატარა, საიდანაც 299 იყო ანტიგენის ტესტი, 38 PCR-ტესტი, რის შედეგადაც დაფიქსირდა კორონავირუსის 29 შემთხვევა.
მუნიციპალიტეტის სკოლები ამ დროისთვის ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
დღეს ახალქალაქის მე-4 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა კორონავირუსის ტესტი გაიკეთეს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის იყო კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ისინი დაუკავშირდნენ განათლების სამინისტროს და პასუხს ელოდებიან. ჯერ არ იციან, დაიხურება თუ არა სკოლა.
რეგიონში ვითარება კვლავ მძიმეა, თითქმის ერთი თვის განმავლობაში ყოველდღიურად ახალქალაქის ჯანდაცვის ცენტრში კორონავირუსის 30-მდე შემთხვევა ფიქსირდება.