ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი სოფლის დასახელება არ შეესაბამება სხვადსხვა დოკუმენტაციას. არის სოფლები, რომელთა დასახელება სხვადასხვანაირად წერია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ახალქალაქის მერიის გვერდზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გვერდზე, ასევე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გვერდზე.

სოფლის დასახელებები სახელმწიფო და რაიონულ დოკუმენტაციაში სხვდასხვანაირადაა დაფიქსირებული. ტრაფარეტებზე არის მესამე ვარიანტიც, ხოლო სოფლის მოსახლეობა საკუთარ სოფელს თავისებურად ეძახის. მიმდინარეობს ჯავახეთში სოფლების დასახელებათა კორექტირების პროცესი, რის შედეგადაც საგზაო დეპარტამენტი ახალ მაჩვენებლებს დაამონტაჟებს.

2019 წელს სპეციალურმა კომისიამ სოფლების სახელწოდებების საფუძვლებზე იმუშავა და დასახელებების ახალი სია შეადგინა, როსი მიზანიც სოფლის ისტორიული სახელწოდების აღდგენა იყო. ცვილილებამ მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია. ზოგიერთ სოფელში წარწერის ნაწილი, რომელიც ზედმეტად ჩასთვალეს, უბრალოდ საღებავით ამოშალეს.

ჯავახეთის სოფლების დამაბნევებელი მაჩვენებლები

მაჯადიას აღმოაჩნდა ახალი მაჩვენებელი უკვე სხვა დასახელებით

მაჩვენებლებს ახალი დასახელებით კომპანია «ჯავახ ავტო გზა» ამონტაჟებს. კომპანიის შემსრულებელმა დირექტორმა ჯაბა ძირკვაძემ თქვა, რომ ახლა მიიღეს რამდენიმე სოფლის ახალი მაჩვენებელი, თუმცა უამინდობის გამო ჯერ ვერ დაამონტაჟეს.

«ჩვენ მივიღეთ რამდენიმე სოფლის მაჩვენებელი, მაგრამ ყველა სოფლის მაჩვენებელს ერთდროულად ვერ ვღებულობთ. საგზაო დეპარტამენტი ნელნელა ათავსებს, ვინაიდან მაჩვენებლები მზადდება ქარხანაში და ამის მიხედვით გვეგზავნება ჩვენ»,- თქვა ჯაბა ძირკვაძემ.

სოფლების ძველმა და ახალმა სახელწოდებამ სოფლების მოსახლეობის დოკუმენტაციაში შეიძლება უზუსტობა გამოიწვიოს. მაგალითად, დაბადების მოწმობაში წერია ჩამდურა, ხოლო სხვა დოკუმნეტში- ჩამძვრალა.

სოფელი ბეჟანოს მაჩვენებელზე წერია ბოჟანო. ყველამ იფიქრა, რომ ეს მექანიკური შეცდომაა, თუმცაღა აღმოჩნდა, რომ ეს ისტორიული დასახელების აღდგენის შედეგად მოხდა.

ქვემოთ ჩამოთვლილია იმ სოფლების დასახელება, რომლებიც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ახალქალაქის მერიის გვერდზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გვერდზე, ასევე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გვერდზე სხვადასხვანაირადაა წარმოდგენილი.

Demografi
Infogram