ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა 2 000 000 ლარის ოდენობით სპეციალური ტრანსფერი მიიღო. მუნიციპალიტეტის საკრებულომ 27 თებერვალს მიღებული ტრანსფერის საფუძველზე 2023 წლის ბიუჯეტში მორიგი ცვლილება დაამტკიცა. 387 719,06 ლარი მოსწავლეების ტრანსპპრტირებას და ხავეთი-დავნია-ერინჯას გზის რეაბილიტაციას უნდა მოხმარდეს.
Jnews-ის ინფორმაციით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხავეთი-დავნია-ერინჯას გზის რეაბილიტაციისთვის 200 000 ლარი მიიღო, რომელსაც რეაბილიტაციის დასაწყებად კიდევ 300 000 ლარი დაემატება. 187 719,06 ლარი მთავრობამ მუნიციპალიტეტს იმ სოფლების მოსწავლეების ტრანსპორტირებისთვის გაუგზავნა, რომელთაც სკოლა არ აქვთ, ან არსებული სკოლები საბაზისოა.
2 000 000-ლარიანი სპეციალური ტრანსფერიდან 1 095 843 ლარი ბიუჯეტის თავისუფალ ბალანსს დაემატება, რომელსაც ეგიონული ფონდისა და მაღალი მთის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტებში გამოიყენებენ. დარჩენილი 904 157 ლარით მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა და შემდეგ სამუშაოებზე გაანაწილა.
ბიუჯეტში ყველა ეს ცვლილება დეპუტატებმა საკრებულოს პლენარულ სხდომაზე მიიღეს.
დეპუტატებმა ხარჯების დასაფარად და საკრებულოს წევრის საქმიანობისთვის თანხები მიიღეს, რომელიც 600 ლარიდან 750 ლარამდე გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ამ თანხის ზრდა აღნიშნეს, მაგრამ გააუქმეს, ახლა კი კვლავ დაამტკიცეს.
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე სტანდარტული ფასები დაამტკიცეს. ყოველწლიურად საქართველოს მუნიციპალიტეტები საბაზრო ფასებზე დაყრდნობით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით, თავიანთი მუნიციპალიტეტის არასასოფლო-სამეურნეო მიწებზე ამტკიცებენ სტანდარტულ ფასებს.
გარდა ამისა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2023-2027 წლების ტურისტული გეგმა, სოციალური დახმარების გაცემის პროცედურა და მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული სხვა საკითხებიც დამტკიცდა, რომლებზეც Jnews-ი დაწვრილებით მომდევნო მასალებში გაცნობებთ.