ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარის ცენტრალური წყალსადენის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით სამუშაოები 2023 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მომავალი წლისთვის გათვალისწინებული თანხები მიმდინარე სამუშაოებისთვის გადარიცხეს; სამშენებლო კომპანია პროექტის დასრულებას მიმდინარე წელს გვპირდება.

მაღალმთიანი, რთული კლიმატური პირობების გამო სოფელ პატარა სამსარში მაგისტრალური წყალსადენის რეაბილიტაცია ორ ეტაპად დაიგეგმა, პირველი 2022 წელს, მეორე 2023 წელს. 2022 წლისთვის 100 000 ლარი, 2023 წლისთვის კი 96 001 ლარი გამოიყო. პროექტის ჯამურმა თანხამ 196 001 ლარი შეადგინა.

სამუშაოებზე ტენდერი შპს „გაზმშენი XXI“-მ 171 041 ლარის ოდენობით მოიგო. კომპანიასთან ხელშეკრულება 2022 წლის 21 სექტემბერს გაფორმდა და 2022 წელს გათვალისწინებული სამუშაოები უკვე დასრულდა. კომპანიამ პირობა დადო, რომ რეაბილიტაციის დაასრულების შემდეგ 2023 წელს გათვალისწინებულ სამუშაოებსაც შეასრულებს. საკრებულომ 2023 წლიდან 2022 წლამდე რეაბილიტაციის დასრულებისთვის 71 041 ლარის გადარიცხვა.

ექნება თუ არა კომპანიას სამუშაოს დასასრულებლად დრო, ამას ამინდი და მუშაობის პერიოდი გვიჩვენებს.