ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ბიუჯეტმა 15 ტენდერიდან 324 622 ლარი დაზოგა და იგი სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოხმარდება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა. თითოეულ მათგანზე შემსრულებლის დასადგენად ტენდერი გამოცხადდა, რომლის შედეგადაც კომპანიებმა ფასი შეამცირეს. ბიუჯეტი კი დაიზოგა – 15 ინფრასტრუქტურული სამუშაოდან 324 622 ლარი.
რომელ ტენდერზე რა თანხა დაიზოგა:
1. მერიის შენობის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი – 15 118 ლარი
2. თავისუფლება-დარბინიანის გზაჯვარედინზე ეკლესიის გალავნის კეთილმოწყობის ტენდერი – 21 444 ლარი.
3. ჭავჭავაძის ქუჩაზე მინი სტადიონის რეაბილიტაცია – 10 332 ლარი.
4. N3 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია – 38 964 ლარი
5. სოფელ ხავეთში გზის კეთილმოწყობა, ხრეშის დაყრა- 25 999 ლარი.
6. სოფელ ოლავერდის წყალმომარაგების სადგურის რეაბილიტაცია – 21 602 ლარი
7. ყოფილი N1 სამხედრო ბანაკის ოთხ კორპუსში წყალსადენის რეაბილიტაცია – 26 354 ლარი.
8. სოფელ ჩუნჩხას სარიტუალო სახლის რეაბილიტაცია – 8494 ლარი.
9. თავისუფლების ქუჩაზე ჯივანის პარკის რეაბილიტაცია – 59 232 ლარი.
10. მაგისტრალური წყალსადენის რეაბილიტაცია იხტილა-პატარა სამსარი – 4824 ლარი.
11. სოფ.კიროვაკანში ფანჩატურის მშენებლობა – 3938 ლარი
12. მეცხოველეობის ბაზრის რეაბილიტაცია – 4590 ლარი
13. სოფელ ხულგუმოსა და მაჯადიაში სათამაშო მოედნების მშენებლობა – 1298 ლარი.
14. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შენობის მშენებლობა – 64 434 ლარი
15. სოფლის გზების რეაბილიტაცია, თახჩას, კუმურდოს, კოკიოს, აზავრეთის გზებზე ხრეშის დაყრა- 17 999 ლარი.
კომპანიებმა და მეწარმეებმა აუქციონზე ტენდერებში თანხის 20%-ის და მეტის შემცირების შემთხვევაში დამოუკიდებელი საექსპერტო ორგანიზაციის ცნობა უნდა წარმოადგინონ – მათ შეუძლიათ ამ თანხით ხარისხის დარღვევის გარეშე იმუშაონ.