20 დეკემბერს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დეპუტატებმა მთავარი ფინანსური დოკუმენტი – 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს, რომელიც 16 460 000 ლარს შეადგენს, რაც 2022 წლის ბიუჯეტზე 6 მილიონი ლარით მეტია.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გრანტი 415 000 ლარია, საგადასახადო შემოსავალი – 13 900 000 ლარი, არასაგადასახადო შემოსავალი – 2 035 000 ლარი, არაფინანსური აქტივები – 110 000 ლარი.
დეპუტატებმა 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი 25 ნოემბერს განიხილეს და რამდენიმე ცვლილებით მერიას დაუბრუნეს. მოცემულ დოკუმენტში დეპუტატთა წინადადებები გაითვალისწინეს. ცვლილებები საკრებულოს გენდერული კომისიისთვის თანხის, 5 000 ლარის გამოყოფას ეხებოდა. მერიის სოციალურ პროგრამაში მარტოხელა დედებისა და სტუდენტების დახმარების პუნქტში სიტყვა „დედა“ „მშობელით“ შეიცვალა და ასაკობრივი ზღვარი მოიხსნა.
მერიამ სხვა ცვლილებებიც გაითვალისწინა.
საკრებულომ 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი მერიას განსახილველად დაუბრუნა