25 ნოემბერს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა 2023 წლის ბიუჯეტის პროექტსა და 2022 წლის ბიუჯეტში 41 103 ლარის ოდენობით ცვლილებები შეიტანეს და მერიას განსახილველად დაუბრუნეს.
საკრებულოში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის განხილვები დაიწყო. იგი 6 მილიონი ლარით გაიზარდა და 16 310 000 ლარი შეადგინა.
ბიუჯეტის პროექტის განხილვისას დეპუტატებმა რამდენიმე ახალი წინადადება წარმოადგინეს:
1. საკრებულოსთან არსებული გენდერული კომისიის საქმიანობისთვის მინიმუმ 3 000 ლარის გამოყოფა
2. მერიის სოციალურ პროგრამაში მარტოხელა დედების დახმარების პუნქტში სიტყვა „დედის“ მშობლით ჩანაცვლება და ასაკობრივი ზღვარის მოხსნა. ახალქალაქის სოციალური პაკეტის მიხედვით, სტუდენტები და მარტოხელა მშობლები სწავლის საფასურის 50% სუბსიდიას იღებენ
3. მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების საჭიროებებისა და სხვადასხვა აქტივობებისთვის წილობრივი ბიუჯეტის გამოყოფა
4. ცენტრალურ გზებსა (არაგვა-ხოსპიო) და სასაზღვრო ტერიტორიებზე (ხავეთში) გარე განათებებისთვის თანხის გამოყოფა
5. სტაჟირების პროგრამების დანერგვის ხელშეწყობა, მუნიციპალიტეტის საუკეთესო სტუდენტებისთვის სტიპენდიებისა და გაცვლითი პროგრამებისთვის თანხების გამოყოფა
ოპოზიციური პარტიის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა შირვან შირინიანმა გამოთქვა იდეა მანქანების შესყიდვის ხარჯებისა (70 000 ლარი) და რაგბის კლუბის “ტაოს” შენატანის (55 000 ლარი) გაუქმების შესახებ. წინადადება კენჭისყრაზე გაიტანეს, თუმცა არ მიიღეს
დეპუტატებმა ასევე მხარი დაუჭირეს მიმდინარე 2022 წლის ბიუჯეტის ცვლილებებსაც, რომლის პაკეტმა 41 103 ლარი შეადგინა.
ამ თანხაში შედის: 20 303 ლარი – მერიის შენობის რეაბილიტაცია, 2 000 ლარი – მუნიციპალური შენობების ბალანსზე რეგისტრირა, 15 000 ლარი რაგბის კლუბ “ტაოს”გადასცეს, 18 00 ლარი – სამსახურებრივი მანქანებისთვის ზამთრის საბურავების შეძენა, 2 000 ლარი – მივლინება.