ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. 2022 წელთან შედარებით 2023 წლის ბიუჯეტი 6 მილიონი ლარით გაიზარდა.
2023 წლის ბიუჯეტი 16 310 000 ლარია. საკითი კომისიის სამ სხდომაზე განიხილეს და იგი საკრებულოს ბიუროს გადაეგზავნა.
გასული წლის თავდაპირველი ბიუჯეტი დაახლოებით 10 მილიონი ლარი იყო, წელს კი 16 310 000 ლარია.
16 310 000 ლარიდან 110 000 ლარი საკუთარი აქტივების შემცირებით დაიზოგა, 16 200 000 ლარი შემოსავალია, რომელშიც გადასახადებიც შედის – 13 900 000 ლარი (5 000 000 ლარი დღგ, 8 900 000 ქონების გადასახადი).
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2023 წელს საკრებულოში ხელფასის ღირებულება 812 500 ლარი გახდა, საიდანაც 795 000 ლარი ხელფასია, 17 500 ლარი – დანამატი.
შედარებისთვის, გასულ წელს ხარჯებმა 719 100 ლარი შეადგინა, საიდანაც ხელფასი 703 300 ლარი იყო, 15 800 ლარი – დანამატი.
67 600-დან 73 500 ლარამდე გაიზარდა ხელშეკრულებით დასაქმებულთა ხელფასებზე გაწეული ხარჯიც.
ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი მერიის, საკრებულოს და მერიის დაქვემდებარებაში მოქმედი სხვა ორგანიზაციების თანამშრომლების ხელფასებზე იხარჯება.
2023 წლის ბიუჯეტი პროექტებით, საკრებულოს მომსახურებისა და მასალების ოდენობით 375 200-დან 401 960 ლარამდე გაიზარდა.
ახალ ბიუჯეტში ტრანსპორტირების ხარჯები 6 000 ლარით გაიზარდა და 32 000 ლარი შეადგინა.
სხვა მომსახურება და მასალები 227 200-დან 246 800 ლარამდე გაიზარდა.
არაფინანსურ აქტივებზე 72 500 ლარია გამოყოფილი, საიდანაც 2 500 ლარი ლეპტოპებს მოხმარდება, 70 000 ლარი კი მანქანებს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული დანახარჯი 2023 წელს 1 286 960 ლარი იქნება, წელს კი იგი 1 094 300 ლარს შეადგენს.
მერიის ხარჯები 1 706 000 ლარია, საიდანაც 1 575 000 ლარი ხელფასია, 131 000 ლარი – დანამატი. შარშან ხარჯებს მხოლოდ 1 502 100 ლარი შეადგენდა: ხელფასი – 1 382 100 ლარი, დანამატი – 120 000 ლარი.
მერიის მომსახურებამ და მასალებმა 1 806 730 ლარი შეადგინეს, 2022 წლის მიხედვით – 1 567 953.4 ლარი. ხელშეკრულებით მომუშავე თანამშრომლებს ხელფასი 1 115 900 ლარიდან 1 241 000 ლარამდე გაიზარდა. ტრანსპორტირების ხარჯები მიმდინარე წელთან შედარებით 50 570 ლარით გაიზარდა და 167 870 ლარს შეადგენს.
მერიის მომავალი წლისთვის არაფინანსურ აქტივებზე დახარჯული თანხა შემცირდა. მომავალ წელს მერიის წარმომადგენლობითი ხარჯები გაიზრდება და 20 000 ლარს შეადგენს.
მერიაში მომუშავე ყველა ორგანიზაციის თანამშრომელთა ხელფასი იზრდება.
სარეზერვო ფონდის ოდენობა უცვლელია – 200 000 ლარი.
სხვადასხვა სოფლების წყალმომარაგებისთვის 474 480 ლარია გათვალისწინებული, ხოლო გამწვანებაზე 905 000 ლარი. გაიზარდა სოციალური პროგრამების თანხაც.
ახალ პროექტში ბევრი ცვლილებაა, თუმცა ჯერ განიხილავენ, რადგან დეპუტატები ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმნენ და ბიუჯეტის პროექტი განსახილველად ბიუროს გადაეგზავნა.
ცვლილებები ძირითადად სოციალური პროგრამის ზოგიერთ პუნქტს, გენდერული საბჭოს საქმიანობისთვის თანხების გამოყოფას, ახალგაზრდების სტაჟირებას, საუკეთესო სტუდენტების წახალისებას და სხვა მიზნებს ეხებოდა.