23 თებერვალს Jnews-ის ოფისში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის მორიგი ტრენინგი პროექტზე „დეზინფორმაციასთან ბრძოლა ახალგაზრდებში მედიაწიგნიერების გაზრდით“ ჩატარდა. შეხვედრა ნატოსა და ევროინტეგრაციის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხებოდა.

ტრენინგი სამცხე-ჯავახეთში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა თეონა ზურაბიშვილმა ჩაატარა. მას სოფლებიდან და ახალქალაქიდან აქტიური ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

treningg

დეზინფორმაციის საკითხი ჩვენი დროის ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. სოციალურ ქსელებში უამრავი განსხვავებული ინფორმაციაა, მედიაწიგნიერება კი გვასწავლის, რომ ყველაფერს არ ენდოთ, ინფორმაცია სხვადასხვა წყაროში გადავამოწმოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა უსაფუძვლო, არასწორი ინფორმაცია ჭეშმარიტისგან განასხვავონ.

ტრენერმა თეონა ზურაბიშვილმა მონაწილეებს აუხსნა თუ როგორ უნდა განვასხვავოთ დეზინფორმაცია სიმართლისგან. ისაუბრა ნატოსა და ევროინტეგრაციის შესახებ, რას აძლევენ ისინი საქართველოს. მისი თქმით, საქართველოში ამ ორგანიზაციების შესახებ ბევრი დეზინფორმაციაა ვრცელდება.

„ავუხსენი, რა სახი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, რას ემსახურებიან ისინი და როგორ აისახება იგი მოსახლეობის აზრზე, რა ზიანი შეიძლება მოგვაყენოს. ახალგაზრდები  დაინტერესებულნი იყვნენ. ინფორმაციის შემოწმება ისწავლეს, რათა მიხვდნენ სწორია თუ არა ის“, – განმარტა თეონა ზურაბიშვილმა.

ტრენინგი მოიცავდა თამაშებს, ნახატების ჩვენებას. თეონა ზურაბიშვილმა დასასრულს ნატოსა და ევროინტეგრაციის შესახებ მასალები და წიგნაკები დამსწრეებს საჩუქრად გადასცა.

nato

პროექტი „დეზინფორმაციასთან ბრძოლა ახალგაზრდებში მედიაწიგნიერების გაუმჯობესებით“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის აქტიური ახალგაზრდების შეკრებას, ადგილობრივი და მოწვეული ტრენერების მონაწილეობით მათთვის მედიაწიგნიერებისა და დეზინფორმაციის შესახებ შეხვედრების გამართვას გულისხმობს, რათა ახალგაზრდებმა  შესაბამისი ინფორმაცია მიიღონ და თანასოფლელებსა და ნაცნობებს გადასცენ.

trening nato

ტრენინგი კავკასიის მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების ინსტიტუტის (CIPDD) მიერ და ნიდერლანდების საელჩოს (ჰოლანდია) ფინანსდებით ხორციელდება. პროექტი 3 თვიანია და თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში 5 ტრენინგი ჩატარდება, საიდანაც 4 უკვე დასრულდა და ისინი თბილისიდან მოწვეულმა ექსპერტებმა ჩაატარეს.

პროექტს „დეზინფორმაციასთან ბრძოლა ახალგაზრდებში მედიაწიგნიერების გაზრდის გზით“ ახალქალაქში ჟურნალისტი გაიანე აკოჯიანი ახორციელებს, ეს პროექტი კავკასიის მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების ინსტიტუტის (CIPDD) პროგრამის ფარგლებში, სახელწოდებით „სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების გაძლიერება საზოგადოებრივ და სამოქალაქო საქმიანობაში“ შეირჩა.

nato trening