ამ დღეებში ახალციხის რაიონულმა სასამართლომ არტურ გაბრიელიანს განზრახ მკვლელობისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 5 წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა.
2020 წლის 8 აგვისტოს ახალქალაქის ცენტრში სროლების შედეგად, სოფელ კულიკამის მცხოვრები, ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა, ხოლო არტურ გაბრიელიანი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას/შენახვასა და გამოყენებას.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 8 აგვისტოს ახალქალაქში სროლების შედეგად, სოფელ კულიკამში 1993 წელს დაბადებული მცხოვრები ვ.მ. ახალგაზრდა კაცის მკვლელობის შემდეგ ქალაქში არეულობა დაიწყო, ქალაქში 4 სახლი და სასტუმრო გადაწვეს.
უკვე 9 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ არტურ გაბრიელიანი (1983 წელს დაბადებული) ინციდენტიდან, რამდენიმე საათში განზრახ მკვლელობის, იარაღის უკანონო შეძენის, შენახვისა და გამოყენების ბრალდებით დააკავეს.
მკვლელობის კადრები ახალქალაქში (ვიდეო)
მკვლელობა ახალქალაქში: მიზეზები, თვითმხილველები და ფაქტები
სასტუმროს მეპატრონე დააკავეს, ისინი ახალქალაქში ბრალდებულებს ეძებენ
არტურ გაბრიელიანი აღკვეთის ღონისძიების სახით არის დაკავებული
არტურ გაბრიელიანს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს