მოსამართლემ, ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე დაკავებული ა.გ. პატიმრობაში დატოვა.
პროცესი ახალციხის რაიონულ სასამართლოში დღეს, 11 აგვისტოს დისტანციურად გაიმართა.
პროკურორმა, მამუკა ქომოშვილმა ა.გ–ს პატიმრობაში დატოვება მოითხოვა, მისი თქმით, თავისუფლებაზე მყოფმა ბრალდებულმა შეიძლება გამოძიებას ხელი შეუშალოს, ან მიიმალოს.
პროკურორის შუამადგომლობას ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებაზე, დაეთანხმნენ დაკავებული ა.გ და მისი ადვოკატიც.
“ბრალდებულის უსაფრთხოებისთვის ამ ეტაპზე ვეთანხმებით პროკურორს არკვეთის ღონიძიებად პატიმრობის შეფარდებას”, – განმარტა სხდომაზე ა.გ–ს ადვოკატმა ტარიელ ბალაბანიშვილმა.
საბოლოოდ მოსამართლემ 27 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
სხდომას ესწრებოდნენ პროკურორი მამუკა ქომოშვილი და მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი ტარიელ ბალაბანიშვილი.
ახალქალაქში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება, სადაც 27 წლის ბიჭი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, რვა აგვისტოს საღამოს მოხდა.
1983 წელს დაბადებული ა.გ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236 მუხლის III და IV მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას გულისხმობს.
გულიკამში მცხოვრები ახალგაზრდის გარდაცვალების შემდეგ, სავარაუდოდ მისმა მეგობებმა, ახალქალაქში მკლელობაში ბრალდებულის და მისი ახლობლების სახლები და მანქანები დაწვეს.
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება და განადგურება იარაღის გამოყენებით.
დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით.
ორივე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ახალქალაქში მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირს ბრალდება წარედგინა
წყარო: sknews.ge