როდის დაიწყო გუშინდელი ჩხუბი, რის გამოც დაიღუპა სოფელ კულიკამის მკვიდრი ვ.მირანიანი, როგორ დაიწყო ახალქალაქში არეულობა და რა შედეგები მოჰყვება მას?

გუშინ, 8 აგვისტოს, დაახლოებით საღამოს 19:00 საათზე ახალქალაქის ცენტრში მომხდარი დაპირისპირების დროს, სოფელ კულიკამის მკვიდრი, 27 წლის ვ.მირანიანი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა, რის შემდეგაც ახალქალაქში არეულობა დაიწყო. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი და პოლიციის თანამშრომლები.

გუშინდელი მოვლენების შესახებ JNEWS-ი თვითმხილველებისგან გაგებას შეეცადა.

ჩვენი ერთ–ერთი თანამოსაუბრის თქმით, მკვლელობის წინა დღეს, რომელიც გუშინ, 8 აგვისტოს მოხდა, ორჯერ – დილით და დღის მეორე ნახევარში – სოფელ კულიკამის მცხოვრებლებსა და გაბრიელიანს და მის მეგობრებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამბობენ, რომ სოფლ კულიკამის მკვიდრი ახალგაზრდა მამაკაცი სცემეს და დაჭრეს ქალაქში, რის მიზეზითაც კულიკამის ახალგაზრდობა ქალაქში ჩამოვიდა, რათა გაერკვიათ ას ამბავი. თუმცა, როგორც ირკვევა, მხარეებმა ბოლომდე ვერ მოაგვარეს საკითხები, და უშუალოდ საღამოს 19:00 საათზე ვ.მირანიანი ცეცხლსასროლი იარაღით, ქალაქის ცენტრში – ქუჩის შუაგულში, მაშტოცის მოედანზე მოკლეს. ერთ–ერთი თვითმხილველის თქმით, ინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე, ის (იცნობდა გარდაცვლილს – რედ.) დაელაპარაკა ვ.მირანიანს, ჰკითხა რას აკეთებდა ქალაქში, რა იყო ახალი, რაზეც მან უპასუხა, რომ ქალაქში სოფლის გზის ასფალტირების საკითხთან დაკავშირებით ჩამოვიდა და რომ ყველაფერი წესრიგშია. მაგრამ სწორედ ამ ხანმოკლე საუბრიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, მას ქუჩის შუაგულში კლავენ.

4

კიდევ ერთი თვითმხილველის თქმით, ინციდენტი იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ ვერც კი მიხვდნენ, თუ რა ხდებოდა: სასტუმრო “ArtSeg”– ის მფლობელმა არტურ გაბრიელიანმა დაზარალებულს პირდაპირ გულში ესროლა. ის მაშინვე ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა უკვე გარდაიცვლილი იყო. სროლები ასევე საავადმყოფოს ეზოში გაგრძელდა, ა.გაბრიელიანი და მისი მეგობრები ცეცხლსასროლი იარაღის გასროლებით ცდილობდნენ დაზარალებულის მანქანისათვის ხელი შეეშალათ. ახალგაზრდა მამაკაცის მანქანა საავადმყოფოს ჭიშკართან გადაბრუნდა. უკვე საავადმყოფოს ეზოში, პოლიციამ დილით დაწყებულ მოვლენებში ჩარევა სცადა.

mashini

სოფელ კულიკამის მოსახლეობა შურისძიებას შეეცადა. დაწვეს არტურ გაბრიელიანის საკუთარ სახლი, მისი მამის სამველ გაბრიელიანის სახლი, ისევე როგორც გაბრიელიანის საკუთრებაში არსებული სასტუმრო “არტსეგი”. ასევე ცეცხლი წაუკიდეს მკვლელობაში მონაწილე გაბრიელიანის მეგობრების, გენა ზარმაარიანისა და კლიმენტ კოსიანის საცხოვრებელი სახლებს. აღსანიშნავია, რომ არცერთ სახლში არავინ იყო, არავინ დაშავებულა.

ქალაქში გავრცელებული ჭორების თანახმად, გუშინდელი დაპირისპირება შურისძიების კარგი ხერხი იყო. ამბობენ, რომ 3-4 წლის წინ, კულიკამის მოსახლეობას სასტუმრო “არტსეგ”-ის ადმინისტრაციასთან პრობლემა ჰქონია. მაშინ ინციდენტი მოგვარდა, მაგრამ არტურ გაბრიელიანი დამუქრებია.

მისი თქმით, ერთი ადამიანი, ვინც მკვლელობის კადრები ნახა, იხსენებს, რომ ახალგაზრდების ორი ჯგუფი, დაახლოებით 10-12 ადამიანი შემთხვევის ადგილას შეიკრიბა, როდესაც “Mercedes”-ის მარკის ავტომანქანა ზემოდან, პირდაპირ ხალხის მიმართულებით გამოქანდა, რამაც მაშინვე ხმაური და სროლები გამოიწვია. სროლის შემდეგ ჯგუფმა არტურ გაბრიელიანის ცემა დაიწყო იქამდის, ვიდრე გაირკვა, რომ ადამიანია დაჭრილი. ვ.მ. “ვილისის” მარკის მანქანით სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს და დაპირისპირების მონაწილეები დაიშალნენ. ვიდეოს მხილველის თქმით, ორივე მხარე შეიარაღებული იყო; თუ ერთ მხარეს იარაღი ჰქონდა ხელში, მეორეს ხელკეტები ეჭირა.

გაურკვეველია, თუ რატომ არ ჩაერია პოლიცია მკვლელობამდე მიყვანილ ამ ორ დაპირისპირებაში. ქალაქი ირწმუნება, რომ პოლიცია დროულად რომ ჩაერეოდა, უშველებელი დანაკარგი აღარ იქნებოდა.

მკვლელობისთანავე, ახალქალაქში უამრავი სპეცრაზმელი და პოლიცია შეიკრიბა. ახალქალაქში, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, ბესიკ ამირანაშვილიც იმყოფებოდა.

არეულობა ქალაქში, მხოლოდ დიდი რაოდენობით სპეცრაზმისა და პოლიციის თანამშრომლების შეკრების შემდეგ ჩაიხშო.

გუშინ მოკლული ახალგაზრდის ცხედარი კულიკამში დღეს უკვე ჩამოასვენეს. დღეს, როგორც სოფელ კულიკამაში, ასევე ქალაქში, უშიშროების წარმომადგენლები არსებულ ვითარებას და ქალაქის შესასვლელ და გასასვლელ ქუჩებს აკონტროლებენ. მდგომარეობა შედარებით მშვიდია. კულიკამში, გარდაცვლილი ახალგაზრდის სიკვდილს გლოვენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ, არტურ გაბრიელიანი (დაბადებული 1983 წელს) განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენის, შენახვისა და გამოყენების ბრალდებით დააკავეს.

JNEWS მოვლენებს თვალყურს ადევნებს.