18 თებერვლის საღამოს ახალქალაქში შუახნის პირი ა.რ. მუცლის ღრუში დანით დაჭრეს და ახალქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, ექიმები კი მის მდგომარეობას ნორმალურად აფასებენ.
„დაჭრილი ამჟამად საავადმყოფოშია. ოპერაცია ჩაუტარდა, რადგან დანამ კუჭის კედელი დაუზიანა. ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს, თუმცა საავადმყოფოში დარჩება“, – აცხადებენ ახალქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში.
მომხდარის დეტალებზე, გამოძიებასა და დაკავებულებზე ინფორმაციას Jnews-ი შსს-გან ელის.