საქართველოში 3 მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 3 მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 19 თებერვალს, დილით, დასავლეთ საქართველოში სამი მიწისძვრა მოხდა.

ადგილობრივი დროით 9:18 საათზე მიწისძვრა ქალაქ ოზურგეთიდან 2 კმ-ში დაფიქსირდა 3,6 მაგნიტუდის სიმძლავრის.

10:27 საათზე 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქალაქ ოზურგეთიდან 14 კილომეტრში მოხდა.

ხოლო 11:00 საათზე ჩოხატაურიდან 6 კმ-ზე ბიძგები 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრით დაფიქსირდა.

თეგები: მიწისძვრა
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე