სამხედრო სავალდებულო სამსახურს 18-დან 27 წლამდე საქართველოს მოქალაქეები ექვემდებარებიან, რომლებიც სამხედრო სამსახურში რეგისტრირებული არიან და გაწვევისგან გათავისუფლების ან გადავადების უფლება არ აქვთ. გაწვევა შეგიძლიათ სხვადასხვა მიზეზის გამო გადაავადოთ.
ახალგზარდა, რომელიც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან კანონით აღიარებულ საზღვარგარეთის საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობს, შეუძლია სამხედრო სავალდებულო სამსახური სწავლის დამთავრებამდე გადადოს.
ბოლო დროს ახალქალაქში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კანონში სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ ცვლილებები შევიდა. Jnews-ი განმარტებისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა.
„თუ პირი პირველად აბარებს უმაღლეს სასწავლებელში, მაშინ უფლება აქვს სამსახური გადაავადოს. სწავლის გაგრძელების ან დამთავრების შემდეგ სხვა პროფესიის არჩევის შემთხვევაში კი პირობები იცვლება. მან მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურს უნდა მიმართოს, რომელიც თავის მხრივ მიიღებს გადაწყვეტილებას“, – განმარტეს თავდაცვის სამინისტროში.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსის, ჟირაირ ზანდარიანის თქმით, საშემოდგომო გაწვევის დასრულებამდე კანონში ცვლილებები არ შევა. საგაზაფხულო გაწვევა 10 თებერვალს დაიწყება, თუმცა ცვლილებების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.
სამხედრო სამსახურში გაწვევა რიგ შემთხვევებში გადაიდება:
• პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სამხედრო სამსახურის არ შეესაბამება – გადავადება ერთ წლამდე
• პირები, რომლებიც საგამოძიებო საქმეში არიან ჩართულნი (წინასწარი გამოძიება, სასამართლო პროცესი) სამხედრო სავალდებულო სამსახურს არ ექვემდებარებიან მანამ, სანამ შესაბამისი ორგანოები ამას არ გადაწყვეტენ.
• თუ პირმა „სავალდებულო სამსახურის გადავადების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფასური გადაიხადა
• ზრუნავს შშმ ბებია-ბაბუაზე, თუ მათ სხვა კანონიერი მეურვე არ ჰყავთ
• ჰყავს ოჯახის შშმ წევრი, რომელსაც მუდმივი მოვლა სჭირდება და სხვა კანონიერი მეურვე არ ჰყავს
• ჰყავს არასრულწლოვანი ობოლი ძმა ან/და და
• არის მღვდელი ან სწავლობს სემინარიაში
• მუშაობს მასწავლებლად ან ექიმად სოფელში
• საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით მიენიჭა სამხედრო სამსახურის გადავადების უფლება
• ჰყავს ერთი შვილი, რომლის დაბადებიდან არ გასულა არაუმეტეს სამი წელი
• თუ სამხედრო სამსახურში მყოფი წვევამდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრად დარეგისტრირდა, მისთვის სამსახური არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებამდე გადაიდება