Jnews-ის სტატიას სათაურით “რა გვეშველება, თუ ერთხელ, უბრალოდ ვეღარ ვიშოვეთ ფული…” Facebook-ზე დიდი გამოხმაურება მოყვა. ბევრმა მზადყოფნა გამოხატა და ანგარიშის გახსნა ითხოვა, რათა კოლია მანასიანის დახმარება შეძლონ. ის თირკმლის უკმარისობას განიცდის და სახსრების არარსებობის გამო საჭირო სამედიცინო დახმარებას ვერ ღებულობს.
ქვემოთ მოცემულია კოლია მანასიანის ანგარიშის ნომერი:
GE33BG0000000162649137GEL
თანხა მას პირადად გადაერიცხება.
Facebook სოციალური ქსელის მომხმარებლებმა, რომლებიც ჯავახეთში ცხოვრობენ, გამოხატეს მზაობა თირკმლის უკმარისობის მქონე მამაკაცს მიაწოდონ წამლები და ფინანსურად დაეხმარონ.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის რაიონის სოფელი დილისკის მცხოვრები კოლია მანასიანი თირკმლის უკმარისობას განიცდის. ის უკვე ორი წელია კვირაში ორჯერ ახალციხეში დიალიზზე მიდის. საქმე იმაშია, რომ ის საქართველოს მოქალაქე არ არის, ამიტომ მისი მკურნალობა-ფასიანია, მას სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიღება არ შეუძლია და ყოველ ჯერზე 200 ლარზე მეტის დახარჯვა უწევს. მანასიანების ოჯახს მკურნალობისათვის ყოველთვიურად 1200 ლარი ესაჭიროება. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი, რომელიც საზღრვარგარეთიდან მოსდით, კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილია.
თავდაპირველად კოლია მანასიანი გემოდიალიზზე კვირაში სამჯერ ჩადიოდა, შემდეგ ფინანსური პრობლემების გამო კონსულტაცია გაიარა ექიმთან და პროცედურა კვირაში ორჯერ დაენიშნა. ახლა ის ფიქრობს, რომ კვირაში ერთხელ ჩავიდეს, თუმცა ექიმმა ეს აუკრძალა.