დღეს, 11 მარტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირდა. საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4711 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 331 ახალქალაქში და 152 ნინოწმინდაში.
როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ JNEWS-ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირდა:
საერთო ჯამში, რეგიონში 37 ადამიანია იზოლირებული:
1. ადიგენის – 11 პირი;
2. ასპინძა – 0 პირი;
3. ახალციხე – 6 პირი;
4. ახალქალაქი -8 პირი;
5. ბორჯომის – 12 პირი;
6. ნინოწმინდის – 0 პირი.
დღეის მდგომარეობით კარანტინში და კოვიდ სასტუმროებში არავინ იმყოფება, ხოლო კოვიდ კლინიკაში 12 პაციენტი რჩება.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში გამოჯანმრთელდა ორი პაციენტი. გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირდა.
საერთო ჯამში, რეგიონში 4 628 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 48 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 10 პირი, მიმდინარეობს მოკვლევა. ამ დროისთვის კვლევაში ნიმუში არ არის.