30 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით საქართველოში კრივის ჩემპიონატი ტარდება, რომელშიც მონაწილეობას ახალქალაქელი სპორტსმენებიც იღებენ. 31 იანვარს პირველი ბრძოლა გაიმართა.
ახალქალაქელ 11 სპორტსმენს შორის 17-18 წლის ახალგაზრდებში 5 იასპარეზებს, ხოლო 18 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში – 6.
31 იანვრის 19:00 საათზე არტიუშ გომციანი უფროსებს შორის 60 კგ წონით კატეგორიაში, ხოლო მოზარდებს შორის ვიგენ პილოსიანი იბრძოლებს. მატჩების თვალს პირდაპირ ეთერშიც ადევნებთ.
71 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონატში ჯავახეთში ცნობილი ნაირ მელიქიანიც მიიღებს მონაწილეობას.
ნაირ მელიქიანმა JNEWS-ს აცნობა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებში მოხვდება და უკვე ნაკრების შემადგენლობაში, კრივის ევროპის ჩემპიონატში, შემდეგ კი ოლიმპიურ თამაშებში მიიღებს მონაწილეობას.
ნაირ მელიქიანი კრივის ჩემპიონატში მონაწილეობს