დღეს, 5 მარტს, ახალქალაქში კიკბოქსინგის ტურნირი გაიმართა, რომელშიც სპორტსმენები სომხეთიდან და საქართველოდან მონაწილეობდნენ.
ახალქალაქის სპორტულ კომპლექსში კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. შეჯიბრში სომხეთიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 110 სპორტსმენი მონაწილეობდა.
110 სპორტსმენიდან 15 სომხეთიდან იყო, დანარჩენები საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქს წარმოადგენდნენ – თბილისი, ქუთაისი, ზესტაფონი, ნინოწმინდა და ა.შ.
მონაწილეობდნენ, როგორც 6-18 წლის, ასევე უფროსი ასაკის ახალგაზრდა სპორტსმენები.
ახალქალაქელი სპორტსმენებიდან ოქროს მედლები გადაეცათ:
ვართან გასპარიანს
რომან კარაგელბაკიანს
ალბერტ პალოიანს
არტიუშ აივაზიანს
სარგის ტონაკანიანს
კარაპეტ წარუკიანს
ედვარდ კაზარიანს
ნარეკ პოდოსიანს
ჰაკობ ხაჩატურიანს
ალბერტ პოდოსიანს
რაზმიკ კამალიანს
ვერცხლის მედალოსნები გახდნენ:
სერჟ სარგსიანი
ვრაზდატ ჰაკობიანი
დავით პოზოიანი
ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები, თასები და დიპლომები სხვა ადგილებიდან ჩამოსულმა სპორტსმენებმაც მიიღეს.
კიკბოქსინგის ტურნირი საქართველოს კიკბოქსინგის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა, რომლის ორგანიზატორები ასევე იყვნენ ლაშა ჭურაძე, დავით ქირია და სერჟიკ ტონაკანიანი. სპორტული ღონისძიების სპონსორი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი იყო.