30 იანვარს საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომისიამ ახალქალაქში დახურული საცურაო აუზის სააბონენტო გადასახადის გაზრდაზე იმსჯელა. მიიღებს თუ არა საკრებულო მერიის წინადადებას, ბიუროსა და საოლქო საკრებულოს სხდომის შემდეგ გაირკვევა, რომელიც უახლოსე დღეებში გაიმართება.
შემოთავაზებულია ტარიფები ამგვარად შეიცვლება:
– 13 წლამდე მსურველებისთვის კვირაში ორჯერ საცურაო აუზზე 10 ლარის ნაცვლად 20 ლარიანი ტარიფის დაწესდება
– 19 წლამდე მსურველებისთვის აუზზე კვირაში 3-ჯერ ვარჯიშისთვის ტარიფი 20 ლარის ნაცვლად 30 ლარი გახდება
– მოზრდილებისთვის აუზზე კვირაში სამჯერ სიარულისთვის საფასური 40 ლარის ნაცვლად 50 ლარი გახდება
სააბონენტო გადასახადის ცვლილებებს დეპუტატები განსაკუთრებული ენთუზიაზმით არ შეხვდნენ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნაირი ირიციანმა აღნიშნა, რომ საცურაო აუზი დოტაციაზეა დამოკიდებული და ეს გაზრდა მას არ წაადგება.
„საცურაო აუზის მუდმივი ფუნქციონირებისთვის, თანამშრომელთა ხელფასების გარეშე, დაახლოებით 220 000 ლარი გვჭირდება. ბიუჯეტის 3 000 ლარით გაზრდასაც არ ექნება აზრი. გასათბობად მინიმუმ 12 000 იხარჯება, დაახლოებით 1 500 ლარი – ელექტროენერგია, ხელფასებს აღარ ვთვლით“, – განმარტა ნაირი ირიციანმა.
Jnews-თან ინტერვიუში აუზის დირექტორმა გაბრიელიან მარტინმა განაცხადა, რომ მერიის განზრახვის შესახებ ინფორმირებულია. შემოსავლის სხვაობა ზრდასთან ერთად დაახლოებით 3 000 ლარი იქნება.
„დიახ, ფასების ზრდაზე შევიტყვე, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილებას საკრებულო იღებს. გარშემო ყველაფერი ძალიან გაძვირდა. ჩვენი ფასების მატება უმნიშვნელოა, მაგრამ ალბათ ცვლილებებს გამოიწვევს. აუზისთვის თანხები ყოველი დღე იხარჯება. ქლორიც კი გაძვირდა. თუ ძალიან გავზრდით ფასებს, მომხმარებელთა უმრავლესობა ვერ გადაიხდის და მათი რაოდენობა შემცირდება“, – განმარტა აუზის დირექტორმა მარტინ გაბრიელიანმა.
დირექტორის თქმით, აუზს წელიწადში 300-მდე მომხმარებელი ჰყავს. აუზი რემონტისთვის 2022 წლის ზაფხულიდან დაკეტილია.