ნათელა გრიგორიანი, რომელიც წლების განმავლობაში ახალქალაქის დერენიკ დემირჩიანის სახელობის მე-4 საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, თანამდებობას ტოვებს.
ქალბატონი ნათელა 53 წელია სკოლაში ასწავლის. მან თავისი ცხოვრება სკოლას მიუძღვნა და ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მრავალი თაობა აღზარდა.
ნათელა გრიგორიანის თქმით, სკოლის დირექტორის მიმართ არ არსებობს იმაზე დიდი მადლიერება, ვიდრე ხელმძღვანელობის, კოლეგების, მოსწავლეების და მათი მშობლების ქება-დიდება და, რატომაც არა, სინანულის სიტყვები.
„უღრმეს მადლობას ვუხდი ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს თერეზა ჩივჩიანს, ბატონ მანუჩარს და რაიონის ყველა დირექტორს, რომლებმაც საზეიმოდ მომიწყეს გამოსამშვიდობებელი საღამო 8 ივლისს, შემდეგ კი 13 ივლისს, ჩემმა ძვირფასმა კოლეგებმა მომიწყეს გამოსამშვიდობებელი საღამო, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ“, – თქვა მან JNEWS-თან საუბარში.
ნათელა გრიგორიანი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სკოლას ტოვებს, რის გამოც წუხს, უხარია, რომ წლების განმავლობაში მისი თავდაუზოგავი შრომა დაფასდა.
„ისევ რომ შემეძლოს გაახალგაზრდავება, ისევ მასწავლებლის პროფესიას ავირჩევდი და ჩემს საყვარელ სკოლაში ვიმუშავებდი, რადგან ძალიან რთულია იმ გუნდთან, მოსწავლეებთან და სკოლასთან განშორება, რომელიც ჩემი ოჯახი გახდა. თუმცა, რასაც დასაწყისი აქვს, აქვს დასასრულიც“, – ამბობს ქალბატონი ნათელა.
JNEWS-ის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ოფიციალურ მონაცემებში ცვლილებები არ არის და დირექტორად ნათელა გრიგორიანია დასახელებული, თუმცა სამინისტროში ჯერ კიდევ არ აქვთ მკაფიო პასუხი, ვინ დაიკვებს დირექტორის ვაკანტურ პოზიციას.
ნათელა გრიგორიანის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ სტატიაში: