ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ENPARD საქართველოს პროგრამის ფარგლებში, ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან (GIPA) პარტნიორობით, ახორციელებს პროექტს “განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სასოფლო თემებში“.
პროექტის ფარგლებში, განახლებადი ენერგიის პოპულარიზების და გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაგეგმილია მოკლე ტრენინგ კურსების ჩატარება – გარემოს დაცვის, ნარჩენების მართვის და სოფლად განახლებადი ენერგიის ალტერნატივების გამოყენების მიმართულებით. აგრეთვე, გამოცხადდება საგრანტო კონკურსი მცირე ზომის ელექტრო სადგურების – მზის ფოტოელექტრული სისტემების განსათავსებელად. კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება მაქსიმუმ 20 გამარჯვებული, სოფლად მცხოვრები სოციალურად დაუცველი ან მოწყვლადი მარტოხელა დედების/მამების ან/და მრავალშვილიანი ოჯახები / შინამეურნეობები, რომლებსაც დაუმონტაჟებენ მცირე ზომის, მზის ფოტოელექტრული სისტემის ელექტრო სადგურებს.
განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ მხოლოდ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოწყვლად და სოციალურად დაუცველ ოჯახებს, საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებს, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტეტიუმებს:
საგრანტო კონკურსი დაიწყო 2022 წლის 10 ივნისს და დასრულდება 30 ივნისს 18:00 საათზე.
საგრანტო განაცხადის შევსება უნდა მოხდეს ქართულ ენაზე და წარმოდგენილ იქნას მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად.
დეტალური ინფორმაციისთვის გადადით შემდეგ ვებ გვერდზე: https://akhalkalakilag.ge/