ევროსაბჭო და გაეროს განვითარების პროგრამა COVID-19-ის კრიზის დროს საქართველოს სოფლების დასახმარებლად 9 მილიონი ლარის (2,8 მილიონ აშშ დოლარზე მეტი) საგრანტო პროგრამას იწყებენ. ამის შესახებ საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენლობის პრესსამსახური იტყობინება.
ინიციატივა მიზნად ისახავს სოფლებში არაფერმერული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას, მუდმივი სამუშაო ადგილების შექმნას, ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას და კლიმატის ცვლილების შემსუბუქებას. პროგრამას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის განვითარების სააგენტო ერთობლივად განახორციელებენ.
პროექტზე 170 ათას ლარამდე მოცულობის გრანტის მიღება შეუძლიათ დამწყებ, ან მზარდ არასასოფლო-სამეურნეო საწარმოებს. 30 ათას ლარამდე გრანტი სოფლებში ენერგოეფექტურობის ასამაღლებლად არის გათვალისწინებული.
პროგრამა ორიენტირებულია რვა მუნიციპალიტეტზე — ახალქალაქი, ბორჯომი, დედოფლისწყარო, ყაზბეგი, ქედა, ხულო, ლაგოდეხი და თეთრიწყარო. აუცილებელი არ არის, რომ განმცხადებლები ამ რაიონის მცხოვრებლები იყვნენ, თუმცა მათი პროექტები დაკავშირებული უნდა იყოს სამიზნე მუნიციპალიტეტებთან.
“ევროსაბჭო მობილიზებას უკეთებს ყველა შესაძლო რესურსს, რათა დაეხმაროს საქართველოს მიმდინარე კრიზის გადალახვაში. მოხარული ვარ, რომ საგრანტო პროგრამა ხელს შეუწყობს ქართულ სოფლებს, სადაც ეკონომიკური განვითარება ჩვეულებრივ ვითარებაშიც კი პრობლემად რჩება”, – თქვა საქართველოში ევროსაბჭოს ელჩმა კარლ ხარცელმა.
საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა ლუიზა ვინტონმა აღნიშნა, რომ “საქართველოს სამაგალითო ბრძოლამ კორონავირუსის პანდემიასთან, ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა”.
“დღეს, ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს სოფლებში მწვანე განვითარებას ხელი შევუწყოთ, რაც ხალხისა და პლანეტის კეთილდღეობას ემსახურება. ახლა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ხელი შევუწყოთ სოფლის რაიონებში მწვანე ალტერნატივას, რომელიც სარგებელს მოუტანს ხალხს და პლანეტას”, – განაცხადა ვინტონმა.
საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის შეტანა 2020 წლის 1 აგვისტომდე შეუძლიათ. ინფორმაცია ხელმისაწვდომია გვერდზე.
ევროსაბჭო და გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების გრძელვადიანი მხარდამჭერები არიან. სოფლის მეურნეობის ევროპული პროგრამისა და სოფლის მეურნეობის განვითარების (ENPARD) პროგრამის ფარგლებში 2013-2020 წლებში ევროსაბჭომ დახმარების სახით საქართველოსთვის 600 მილიონ ლარზე მეტი (179,5 მილიონი ევრო) გამოყო.
დახმარება მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის წარმოების გაზრდის ხელშეწყობას, სოფლებში ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნასა და განვითარებას.
წყარო: Новости-Грузия