ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ბოლო წლებში მოსახლეობაში პოპულარული გახდა სასათბურე მეურნეობა, სადაც მოჰყავთ პომიდორი, კიტრი და მცენარეები. ინდივიდუალურმა მეწარმე სეირან ამაზარიანმა ავსტრიის მთავრობის კონკურსში „ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა“ (Austrian Development Cooperation) სათბურის მშენებლობისთვის გრანტი მოიპოვა.

სეირან ამაზარიანმა სახლში თვითნაკეთი სათბური ააშენა და თავისთვის ბოსტნეული მოჰყავდა. გადაწყვიტა გაეფართოებინა მეურნეობა და თავისი ჰობი ბიზნესად გადაექცია, მან მონაწილეობა მიიღო “ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის” (Austrian Development Cooperation) კონკურსში ავსტრიის მთავრობისგან და მოიგო გრანტი 6200 ევროს ოდენობით, საიდანაც 20% თვითდაფინანსებაა. ეს ორგანიზაცია საქართველოში დაახლოებით 10 წელია ფუნქციონირებს და მუშაობს, მათ შორის, სოფლის მეურნეობის სფეროში.

ფერმერმა კონკურსში მონაწილეობა 2019 წელს მიიღო, თუმცა, კოვიდ-სიატუაციიდან გამომდინარე, გრანტი შარშან აპრილში მიიღო. გრანტის ოდენობით მან სათბურის კონსტრუქცია შეიძინა და თვითონ ააწყო.

xiar jermoc

სათბურის ფართობი 200 კვ.მ-ია, სადაც სეირანმა „მამლუქის“ ჯიშის კიტრის 550 ნერგი დარგო. ამ ჯიშის ნაყოფი მცირე ზომისაა და ქილებში დაბეჭდისთვის შესაფერისია.

„შარშან სათბურს ვაწყობდი, დრო არ მქონდა დარგვის, უკვე გვიანი იყო და დარგვას აზრი არ ჰქონდა, სათბური არ თბება. დაახლოებით 5 ტონა მოსავალს ველოდები, თითოეულმა ნერგმა  დაახლოებით 10 კგ კიტრი უნდა მოისხას“, – ამბობს სეირან ამაზარიანი.

teplica xiarr

ამაზარიანები სათბურში ოჯახით მუშაობენ, თუმცა მუშების დაქირავებას არ გამორიცხავენ. სეირანი კონკურსში მონაწილეობდა, როგორც ინდმეწარმე, შემდეგ კი იმის გამო, რომ ქიმიურ საშუალებებს არ იყენებს, ორგანიზაციას “ეკო-აგრო” დაარქვა.

„ვცდილობ, რაც შეიძლება ნაკლებად ან საერთოდ არ გამოვიყენო ქიმიკატები, სასუქად ვიყენებ ხსნარს, ნარჩენებს ან ნაცარს. ზოგადად, ქიმიკატების გარეშე შეუძლებელია, წელს, მაგალითად, ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა იყო და კიტრი სოკოვანი დაავადებით დაავადდა, ამიტომ ქიმიკატების გარეშე არ გამოვა“, – ამბობს სეირან ამაზარიანი.

სათბურში ფერმერს წელს მხოლოდ კიტრი მოჰყავს, თუმცა, მისი თქმით, მომავალ წელს სხვა კულტურებსაც მოიყვანს.

სეირანი ამბობს, რომ მოსავალი ახალქალაქში გაიყიდება, რადგან პროდუქტის მყიდველები უკვე არის.