103 წლის მარიამ ვარდანიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანში ცხოვრობს. ის მუნიციპალიტეტის 100 წელზე მეტი ასაკის ხუთი მცხოვრებიდან ერთ-ერთია. ბებიას გასული საუკუნიდან ბევრი რამ არ ახსოვს, მაგრამ საკუთარ პრინციპს არ ღალატობს და სიცოცხლის ბოლომდე საკუთარ სახლში სურს ცხოვრება.

იგი სოფელ გოდოლარში დაიბადა და სოფელ ალათუმანში გათხოვდა. ოჯახი კაჩიკ ვარდანიანთან შექმნა და ხუთი შვილი შეეძინა: სამი ბიჭი და ორი გოგონა.

ახლა ბებია დღეებს კართა ატარებს, გამვლელებს ესალმება, ცოტას ელაპარაკება და საღამოს სახლში შედის. როცა მის პატარა სახლში შევდივართ, პირველი, რაც თვალში გვხდება, სისუფთავეა. მეზობლები იმასაც აღნიშნავენ, რომ „მიუხედავად ასაკისა, ძალიან სუფთა ქალია, სახლს ყოველდღე ალაგებს“.

tatik

მარიამს თავისი ცხოვრებიდან ცოტა რამ ახსოვს, მაგრამ ბავშვობაში გამოვლილ სირთულეებს ვერ ივიწყებს.

„რთული ბავშვობა მქონდა. მამაჩემი ფრონტზე გაიწვიეს და აღარ დაბრუნებულა. ერთ ნაჭერ პურს ვყოფდით და ერთად ვჭამდით“.

ახსოვს, რომ ხუთი შვილი ჰყავს, მაგრამ ვერ იხსენებს რამდენი შვილიშვილი და შვილთაშვილი ჰყავს ახლა. როგორც თავად ამბობს, „ყველაფერი ქარმა წაიღო“. ამასთან ერთად, სმენის პრობლემებიც აქვს.

Jnews-ის კითხვაზე, როგორ გრძნობს თავს, პასუხობს: „ყველაფერი კარგადაა. დავდივარ, ვჯდები, ვჭამ, ცოტას ვმუშაობ. ჩემი მეზობლები მოდიან და მიდიან, ცოტას ველაპარაკები და დღე გადის“.

მეზობლად ბებია მარიამის ვაჟები ცხოვრობენ და უვლიან. 103 წლის მარიამ ვარდანიანს შვილების სახლში გადასვლა არ უნდა:”სიკვდილის წინაც არ დავტოვებ ჩემს სახლს”.

ჩვენს თანამოსაუბრეს ბავშვობიდან ბევრი რამ ახსოვს.

”როდესაც პატარა ვიყავი, მოჯირითე ცხენს ვაჩერებდი, 15 ძროხას ვწველიდი, რძისგან ამდენივე ყველს ვამზადებდი, ყველაფერი ჩემი კონტროლის ქვეშ იყო, ვერავინ ბედავდა ჩემი სიტყვის დაუმორჩილებლობას“, – ჰყვება იგი.

სახლის მთავარ კედელზე, ყველაზე თვალსაჩინო ადგილას, ბებია მარიამის და მისი მეუღლის კაჩიკ ვარდანიანის ფოტოა, რომელიც 8 წლის წინ გარდაიცვალა.

Mariam ev Qachik Vardanyannerბებია მარიამი პენსიასა და სოციალურ დახმარებას იღებს, თუმცა ამბობს, რომ თანხა წამლებშიც ძლივს ჰყოფნის. მედიკამენტები წნევისთვის, თვალებისთვის და სხვა პრობლემებისთვის სჭირდება.

თუმცა არ ჩივის, საკუთარ სახლში და ბავშვების გვერდით ყოფნა უხარია.