კარინე სოფელ სულდაში ცხოვრობს და მე-12 კლასის მოსწავლეა. იგი არაერთ პროგრამაში მონაწილეობს და სხვადასხვა მოხალისეობრივ აქტივობებს გეგმავს. გადაწყვიტა, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა IT-ის მიმართულებით გააგრძელოს. როცა კარგი სპეციალისტი გახდება, ჯავახეთის განვითარებისთვის დაბრუნდება.
კარინე ოგანესიანი ფონდის “მე ვარ მფლობელის” ერთ-ერთი თანადამფუძნებელია. იგი კომუნიკაციებისა და კონტენტის განყოფილებაზეა პასუხისმგებელი. მუშაობს Digica-შიც, მოხალისეობრივი სამუშაოებით SM-სა და FFA-ში არის დაკავებულია და Awesome Javakhk Foundation-ის რწმუნებულია. კარინე SEO, SMM, კონტენტის წერას, ახალქალაქში ცენტრის “TUMO”-ს სტუმრობას, დამოუკიდებლად ვებ პროგრამირების სწავლასა და Data analytics ახერხებს.
ის ძირითადად სომხურ ორგანიზაციებთან დაკავშირებულ პროექტებშია ჩართული, რისი მიზეზიც ქართული ენის არ ცოდნაა.
„ჩემი ინტერესები ძალიან განსხვავებულია, ამიტომ ძირითადად სომხურ პროექტებში მოხალისედ ვმუშაობ. ქართული ენის ცოდნის მცირე პრობლემა მაქვს, ძალიან მინდა ვიყო აქტიური საქართველოს ორგანიზაციებშიც. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ახლა ჟვანიას სკოლაში ქართულს ვსწავლობ“.
სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლას IT სფეროში გააგრძელებს. მიზანი სწავლის დამთავრების შემდეგ ჯავახეთში დაბრუნებაა, რათა IT სექტორი ადგილობრივადაც განავითაროს.
დარწმუნებულია, რომ თუ ყველა მის მსგავსად იფიქრებს და ჯავახეთის განვითარებისთვის მუყაითად იშრომებს, ხვალ სხვანაირი ჯავახეთს გავეცნობით, ჭკვიანი, განათლებული და შრომისმოყვარე ახალგაზრდებით.
„ჯავახეთი ჩემი სამშობლოა და ძალიან მნიშვნელოვანია. ის სტუდენტები, ვისაც დაბრუნება არ უნდა, გასაგებია, რომ ეს მათი არჩევანია, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ არჩევანზე გავლენა მოვახდინოთ. დაბრუნებას ვერავის ვერ ვაიძულებთ, მაგრამ განვითარება შეგვიძლია. მე და ჩემი მეგობრები ერთმანეთს დავპირდით, რომ მიღებული ცოდნის გაერთიანებით ჯავახეთისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხალხი საკუთარი ნებით დაბრუნდეს“.
კარინე მიიჩნევს, რომ ჯავახეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს არასწორი სტერეოტიპი აქვთ: წინსვლისა და სამომავლოდ აქ მუშაობისთვის უმაღლესი განათლების უშუალოდ საქართველოში უნდა მიიღონ.
„არ მსმენია სომხეთში ნასწავლ სტუდენტს ჯავახეთში სამსახურს ვერ ეპოვოს. მთავარია სურვილი და ცოდნა, რა ფერისაც არ უნდა იყოს დიპლომი და საიდანაც არ უნდა იყოს იგი“.
თავის საყვარელ აქტივობებზე საუბრისას კარინე ამბობს, რომ წიგნების კითხვა, პოდკასტების მოსმენა უყვარს და რეკომენდაციას rearrange with Narek Amirkhanyan, TEDx Talks, ასევე კამპანიებში მონაწილეობის მიღებას უწევს.
კარინე თანატოლებს მოუწოდებს, რომ გულის კარნახს გაჰყვნენ, არ იფიქრონ, რომ თუ ერევანში წავლენ სასწავლებლად, ჯავახეთში ვერც სამუშაოს იპოვიან და ვერც ვერაფერს შექმნიან.
„ჯავახეთს ყველა სფეროში განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. თვითგანვითარება ყოველთვის მნიშვნელოვანია“, – ასკვნის კარინე ოგანესიანი.