ინდმეწარმე რუბენ გალსტიანმა ევროკავშირის პროგრამის ENPARD-2 ფარგლებში ტურისტებისთვის სასტუმროს მშენებლობისთვის გრანტი მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესი ზარალდება, მეწარმე იმედს არ კარგავს, ინტენსიურად მუშაობს და იმედოვნებს, რომ მომავალში წარმატებას მიაღწევს.
რუბენ გალსტიანმა 2019 წელს LAG – ადგილობრივი განვითარების ჯგუფის – ევროკავშირის პროგრამის ENPARD-2 კონკურსში მიიღო მონაწილეობა. პროექტის ოდენობა 200 000 ლარს შეადგენდა – 120 000 ლარი გრანტი, 80 000 ლარი მეწარმის თვითდაფინანსება.
რუბენ გალსტიანმა სირთულეებს აცნობიერებდა: თავდაუზოგავად უნდა ემუშავა, რათა ტურისტები მოეზიდა.
განვითარებისთვის ტურისტული სააგენტოებთან ყველა დათმობაზე მიდიან.
სანამ სასტუმროს მშენებლობა დასრულდა, კორონავირუსის პანდემია დაიწყო. 2020 წელს ტურისტები საერთოდ არ იყვნენ, ხოლო 2021 წელს რამდენიმე დამსვენებელი ჩამოვიდა. 2022 წელს, გალსტიანის თქმით, მათ რამდენიმე სომეხი ჯგუფი მიიღეს. ყოველივე კი მათი მუშაობის დამსახურებაა.
„ტურისტული სააგენტოები ჩვენით დაინტერესდნენ. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მსგავსი სააგენტოები მოვიზიდოთ, სხვადასხვა ადამიანის მეშვეობით კონტაქტები ვიპოვეთ. ამჟამად სააგენტო MGM-თან ვთანამშრომლობთ, რომელიც “ამშენ ტურმა” გაგვაცნო. მათთან ახლაც ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. ტურისტულ სააგენტოებს ფასდაკლებებს ვუკეთებთ და საუზმის ჩათვლით ღამეში 40 ლარს ვიღებთ. მსგავსად არავინ მუშაობს“, – ჰყვება რუბენ გალსტიანი.
სასტუმროს 7 სამადგილიანი ნომერი აქვს, რომელიც 21 ადამიანზეა გათვლილი. რუბენ გალსტიანის თქმით, ადგილების რაოდენობა შემთხვევითი არ არის, რადგან ერთ მიკროავტობუსში ზუსტად 21 ადამიანი ეტევა.
სასტუმროდან დიდი მოგება არ მიუღია, რადგან ჯერ კიდევ ვითარდება. რესტორნის რემონტი უკვე დასრულებულია, რათა ტურისტებმა საღამოს გართობა შეძლონ.
სასტუმრო კომპლექსი, რომელსაც „ჯავახკი“ ეწოდა, სოფელ კოთელიას ტერიტორიაზე, ახალქალაქი-ბაკურიანის გზატკეცილზე აშენდა. თუმცა პირობების უქონლობის გამო არ ფუნქციონირებს.
რუბენ გალსტიანის თქმით, სანამ მათი სასტუმროს ირგვლივ ინფრასტრუქტურა არ განვითარდება, ტაბაწყურისა და ბაკურიანის გზა არ გაიხსნება, ტურისტების რაოდენობა არ მოიმატებს. მაგრამ ბიზნესმენი ოპტიმისტურად არის განწყობილი და იმედოვნებს, რომ ჩანაფიქრი რეალობად იქცევა.