საფეხმავლო ხიდი, რომელიც ახალქალაქს ყოფილ სამხედრო ქალაქთან და ჯივანის მასივთან აკავშირებს, რეაბილიტაციის პროცესშია. სამშენებლო კომპანიის ინფორმაციით, ხიდი 20-დღეში გაიხსნება.

most1

საფეხმავლო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ეტაპზეა. ღობის შეღებვა ორივე მხრიდან დასრულებულია, გაწმენდილია რკინის საყრდენები. მათი შეღებვა დღეს დასრულდება.

most2

ორშაბათიდან დაიწყებენ რკინის საფარის დაგებას. შპს “გაბიონი 2000″-ის დირექტორის, ვახტანგ სურმანიძის თქმით, 20 დღის შემდეგ ყველა სამუშაო დასრულდება და ხიდი ჩაეშვება ექსპულატაციაში.

 

most4

ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ბათუმის კომპანია “გაბიონი 2000″ ასრულებს. პროექტზე 171 610 ლარი დაიხარჯა.

most5